მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 5:18

17. გამუდმებით ილოცეთ.18. მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, რადგანაც ესაა თქვენს მიმართ ნება ღვთისა ქრისტე იესოში.19. ნუ დაშრეტთ სულს.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 5
18. მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, რადგანაც ესაა თქვენს მიმართ ნება ღვთისა ქრისტე იესოში.
ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო გლოცავთ თქუენ, ძმანო, იცნითმცა მშრომელნი იგი თქუენ შორის და წინამძღუარნი იგი თქუენნი უფლისა მიერ და მასწავლელნი იგი თქუენნი. და უმეტესად შეჰრაცხენით იგინი სიყუარულით უფროჲს საქმისათჳს მათისა; და მშჳდობასა ჰყოფდით მათ თანა." ().

1. მოძღვართა პატივი და სიყვარულით მორჩილება

წინამძღოლს აუცილებლობით აქვს მცირედსულოვნების მრავალი საბაბი; როგორც ექიმთა მსახურებს ხშირად უწევთ ავადმყოფთა შეწუხება, როცა უმზადებენ საჭმელსა და წამლებს, რომლებიც სიამოვნებას კი არ იძლევა, მაგრამ დიდ სარგებელს მოაქვს; და როგორც მამებიც მრავალ შემთხვევაში მძიმე არიან შვილებისთვის, ასევე არიან მოძღვარნიც და ბევრად უფრო მეტად. რამეთუ ექიმი, თუნდაც ავადმყოფს მის მიმართ სიძულვილი გაუჩნდეს, მაინც სასიამოვნოდ არის განწყობილი მისიანებისა და ახლობლების მიმართ, ხშირად კი თვით ავადმყოფის მიმართაც; მამასაც ბუნების ძალითაც და გარეგანი კანონებითაც დიდი სიადვილით აქვს ძალაუფლება შვილზე; თუნდაც უნებური დასაჯოს და გაკიცხოს, არავინ იქნება...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის