მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 5:19

18. მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, რადგანაც ესაა თქვენს მიმართ ნება ღვთისა ქრისტე იესოში.19. ნუ დაშრეტთ სულს.20. წინასწარმეტყველებას ნუ შეურაცხყოფთ.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 5
19. ნუ დაშრეტთ სულს.
ჰომილია 11
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„სულსა ნუ დაავსებთ. წინაწარმეტყუელებათა ნუ შეურაცხ-ჰყოფთ. ყოველივე გამოიცადეთ და უკეთესი იგი შეიკრძალეთ. ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა განეშორენით.“ ().

1. სულის ნათლის დაცვა და წინასწარმეტყველება

მთელ დედამიწას ერთგვარი სქელი ბურუსი, წყვდიადი და ღრუბელი გადაჰფენია; ამის საჩვენებლად მოციქული ამბობდა: „რამეთუ იყვენით ოდესმე ბნელ,“ () და კვლავ: „ხოლო თქუენ, ძმანო, არა ხართ ბნელსა შინა, რაჲთა დღე იგი ვითარცა მპარავი გეწიოს თქუენ.“ (). ვინაიდან, ასე ვთქვათ, უმთვარო ღამეა და ამ ღამეში დავდივართ, ღმერთმა მოგვცა ნათელი ლამპარი, როდესაც ჩვენს სულებში სულიწმინდის მადლი აანთო. მაგრამ ამ ნათელს ზოგიერთებმა მიიღეს და უფრო ბრწყინვალე და ნათელი გახადეს, როგორებიც იყვნენ პავლე, პეტრე და ყველა ის წმინდანი; სხვებმა კი ჩააქრეს, როგორც ხუთმა ქალწულმა, როგორც მათ, ვინც რწმენაში...

სრულად ნახვა
ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ტიმოთეს სახლეულობა და მწუხარების საერთოობა:

...** (), ანუ სულიწმინდის მადლს, რომელიც მიიღე ეკლესიის წინამძღვრობისათვის, ნიშნებისათვის და მთელი მსახურებისათვის. რადგან ჩვენზეა დამოკიდებული, ჩავაქრობთ თუ ავანთებთ ამას; ამიტომ სხვაგანაც ამბობს: „სულსა ნუ დაავსებთ“ (). რადგან უდებებითა და სიზარმაცით იგი ქრება, ხოლო სიფხიზლითა და ყურადღებით იღვიძებს. რადგან იგი შენში არის; ოღონდ უფრო ძლიერად აამოქმედე იგი, ანუ კადნიერებით, სიხარულითა და მხიარულებით აღავსე იგი; მამაცურად დადექი.

რადგან „არა მომცა ჩუენ ღმერთმან სული მოშიშებისაჲ, არამედ ძლიერებისაჲ და სიყუარულისა და სიწმიდისაჲ“ (). ესე იგი, ეს სული იმისთვის კი არ მიგვიღია, რომ უკან დავიხიოთ, არამედ იმისთვის, რომ კადნიერებით ვილაპარაკოთ. რადგან მრავალს აძლევს მოშიშების სულს, როგორც სამეფოთა წიგნებში აღწერილ ომებში მოხდა. და, როგორც ამბობს, მათზე მოშიშების სული დაეცა; ანუ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნ სიმართლისათჳს:

...აუტევნა იგინი მადლმან მან. რამეთუ ალი იგი, რომელი მოგუეცა ჩუენ მადლისა მის სულისა წმიდისაჲ, უკუეთუ გუენებოს, აღორძნდების, და უკუეთუ გუენებოს, სრულიად დაშრტების იგი. ხოლო იგი რაჲ დაშრტეს, მერმე არღარაჲ იყოს სხუაჲ ჩუენ ზედა, გარნა არმური და ნისლი. ამისთჳსცა თქუმულ არს, ვითარმედ: „სულიმცა ნუ დაივსების“. ხოლო დაივსების, რაჟამს ზეთი არა აქუნდეს, და რაჟამს ქარი სასტიკისა მობერვისაჲ იქმნას, და კუალად, რაჟამს იწროებით იყოს და ჭირით, რამეთუ ესრეთ დაშრტების ცეცხლი; ხოლო შეიწრდების ესე ცეცხლი ზრუნვათაგან სოფლისათა და დაშრტების გულისთქუმისაგან ბოროტისა, ხოლო არარაჲ ესრეთ დაშრეტს, ვითარ უწყალოებაჲ და მძჳნვარებაჲ და ტაცებაჲ. რამეთუ რომელი არა ზეთისა ქონებასა თანა წყალსაცა გრილსა დაასხმიდეს, ვითარ შეუძლოს მან აღნთებად სანთლისა მის? ხოლო წყალი იგი ანგაჰრებისაჲ არს, რომელი განაგრილებს სულსა ბოროტად. ნუუკუე წარვიდეთ რაჲ ჩუენცა ამიერ, არარაჲ გუაქუნდეს სხუაჲ ჩუენ თანა, გარნა ნაცარი და მტუერი და კუამლი ფრიადი, რომელი შეგუასმენდეს ჩუენ, ვითარმედ ლამპრები გუაქუნდა და დავშრიტეთ; რამეთუ სადა კუამლი იყოს, საცნაურ არს, ვითარმედ ცეცხლი იყო მუნ და დაშრტა.

არამედ ნუ იყოფინ ჩუენდა სმენად ჴმისა მის მწარისა სასმენელად, ვითარმედ: „არა გიცნი თქუენ“....

სრულად ნახვა