„სულსა ნუ დაავსებთ. წინაწარმეტყუელებათა ნუ შეურაცხ-ჰყოფთ. ყოველივე გამოიცადეთ და უკეთესი იგი შეიკრძალეთ. ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა განეშორენით.“ ().
1. სულის ნათლის დაცვა და წინასწარმეტყველება
მთელ დედამიწას რაღაც სქელი ბურუსი, წყვდიადი და ღრუბელი გადაჰფენია; და ამის საჩვენებლად მოციქული ამბობდა: „რამეთუ იყვენით ოდესმე ბნელ,“ () და კვლავ: „ხოლო თქუენ, ძმანო, არა ხართ ბნელსა შინა, რაჲთა დღე იგი ვითარცა მპარავი გეწიოს თქუენ.“ (). ამრიგად, რადგან, ასე ვთქვათ, უმთვარო ღამეა და ამ ღამეში დავდივართ, ღმერთმა მოგვცა ნათელი ლამპარი, აანთო რა ჩვენს სულებში სულიწმიდის მადლი. მაგრამ ამ ნათლის მიმღებთაგან ზოგმა იგი უფრო ბრწყინვალე და ნათელი გახადა, როგორც პავლემ, პეტრემ და ყველა იმ წმინდანმა; ხოლო ზოგმა ჩააქრო, როგორც ხუთმა ქალწულმა, როგორც მათ, ვისაც რწმენის ხომალდი...