1.შევიდა იერიხონში და გაიარა ქალაქი.2.და, აჰა, ერთ მდიდარ კაცს, სახელად ზაქეს, რომელიც იყო მებაჟეთა უფროსი,3.სურდა ეხილა იესო, რათა გაეგო, ვინ იყო, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ მოჰკრა თვალი, ვინაიდან ტანმორჩილი იყო;4.წინიდან მოურბინა და ლეღვის ხეზე ავიდა მის დასანახად, ვინაიდან იქ უნდა გაევლო.5.როცა იმ ადგილს გაუსწორდა, იესომ ზევით აიხედა, დაინახა იგი და უთხრა: ზაქე, ჩქარა ჩამოდი ძირს, ვინაიდან დღეს შენს სახლში უნდა ვიყო.6.ისიც საჩქაროდ ჩამოვიდა და სიხარულით მიიღო იგი.7.ხოლო ამის მხილველნი დრტვინავდნენ და ამბობდნენ: ცოდვილთან შევიდაო.8.ადგა ზაქე და უთხრა უფალს: აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს მივცემ გლახაკთ, და თუ ვინმეს ცილი ვწამე, ოთხმაგად ვუზღავ.9.უთხრა მას იესომ: დღეს მოევლინა ხსნა ამ სახლს, ვინაიდან ესეც ძეა აბრაამისა.10.რადგან ძე კაცისა დაკარგულთა საძებნად და დასახსნელად მოვიდა.
11.ხოლო ისინი უსმენდნენ, და ერთი იგავიც მოაყოლა ამას, ვინაიდან იერუსალიმთან ახლოს იყო, და ეგონათ, ახლავე მოაწევს ღმრთის სასუფეველიო;12.ამიტომაც თქვა: ერთი კეთილშობილი კაცი შორეულ ქვეყანაში გაემგზავრა, რათა მეფობა მიეღო და უკანვე დაბრუნებულიყო.13.დაუძახა თავის ათ მონას, ათი მნა მისცა და უთხრა მათ: ჩემს დაბრუნებამდე ამით ივაჭრეთო.14.მაგრამ მოქალაქეებს სძულდათ იგი, ელჩები დაადევნეს კვალდაკვალ და დააბარეს: არ გვინდა, რომ ეგ მეფობდეს ჩვენზე.15.როცა მეფობა მიიღო და უკან დაბრუნდა, ბრძანა ის მონები მიეგვარათ, რომლებსაც ვერცხლი მისცა, რათა გაეგო, ვინ როგორ მოიხმარა იგი.16.მოვიდა პირველი და თქვა: ბატონო, შენმა მნამ ათი მნა მოიგო.17.უთხრა მას: კარგი, კეთილო მონავ; რაკი მცირედში სანდო იყავი, ათი ქალაქის მმართველობას მოგანდობ შენ.18.მოვიდა მეორე და თქვა: ბატონო, შენმა მნამ ხუთი მნა მოიგო.19.და უთხრა მასაც: ხოლო შენ ხუთ ქალაქს მოგანდობ.20.მოვიდა მესამე და თქვა: ბატონო, აჰა, შენი მნა, რომელსაც ხელსახოცში გამოკრულს ვინახავდი,21.რადგანაც მეშინოდა შენი, რაკიღა ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ: იღებ, რაც არ დაგიდევს, და მოიმკი, რაც არ დაგითესავს.22.უთხრა მას: შენივე პირით განგიკითხავ, უკეთურო მონავ! იცოდი, რომ სასტიკი კაცი ვარ: ვიღებ, რაც არ დამიდევს, და ვიმკი, რაც არ დამითესავს.23.მერედა, რატომ ვაჭრებს არ მიეცი ჩემი ვერცხლი, რათა დაბრუნებულს მიმეღო ჩემი სესხი მონაგებითურთ?24.და უთხრა მის წინაშე მდგომთ: წაართვით მნა და მიეცით ათი მნის მქონეს.25.მათ უთხრეს: ბატონო, მას ხომ ათი მნა აქვს.26.გეუბნებით, რომ ყველა მქონეს მიეცემა, ხოლო არმქონეს წაერთმევა ისიც, რაცა აქვს.27.ხოლო ეს ჩემი მტრები, რომლებსაც არ უნდოდათ, რომ მათი მეფე ვყოფილიყავი, აქ მომგვარეთ და ჩემს წინაშე დახოცეთ.28.ეს თქვა და დაადგა იერუსალიმისაკენ მიმავალ გზას.
29.როდესაც მიუახლოვდნენ ბეთბაგეს და ბეთანიას, რომელსაც ჰქვია ზეთისხილის მთა, გაგზავნა ორი მოწაფე,30.და უთხრა მათ: წადით თქვენს პირდაპირ მდებარე სოფელში და მასში შესვლისთანავე დაინახავთ დაბმულ ჩოჩორს, რომელზედაც ჯერ კაცი არ მჯდარა; ახსენით და აქ მომიყვანეთ.31.ხოლო თუ ვინმე გკითხავთ, რატომ ხსნითო, ასე მიუგეთ: უფალს სჭირდება-თქო.32.წარგზავნილები წავიდნენ და ნახეს, როგორც მან უთხრა.33.ჩოჩორს რომ ხსნიდნენ, მისმა პატრონებმა ჰკითხეს: რატომ ხსნით ჩოჩორს?34.ხოლო მათ უთხრეს: იმიტომ, რომ უფალს სჭირდებაო.35.მიჰგვარეს იგი იესოს, ზურგზე დაუფინეს სამოსი და ზედ შესვეს იგი.36.ხოლო როდესაც დაიძრა, გზაზე უფენდნენ თავიანთ სამოსს.37.როდესაც მიადგა ზეთისხილის მთის დაღმართს, მოწაფეთა მთელმა სიმრავლემ სიხარულით დაიწყო ღმერთის ხმამაღლა დიდება ყველა იმ სასწაულის გამო, რაც კი ეხილათ.38.ასე ამბობდნენ: კურთხეულია მეუფე, მომავალი უფლის სახელით! მშვიდობა ზეცას და დიდება მაღალთა შინა!39.ზოგიერთმა ფარისეველმა ხალხიდან უთხრა მას: მოძღვარო, შერისხე შენი მოწაფეები.40.ხოლო იესომ მიუგო: გეუბნებით: ესენი რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს.
41.როდესაც მიუახლოვდა და დაინახა ქალაქი, ატირდა მის გამო,42.და თქვა: დღევანდელ დღეს მაინც გცოდნოდა, რა მოგანიჭებს მშვიდობას! მაგრამ ამჟამად დაფარულია ეს შენს თვალთაგან.43.ვინაიდან მოგივლენ დღენი, როცა მტრები თხრილს შემოგავლებენ გარშემო, შემოგერტყმიან და შეგავიწროებენ ყოველი მხრიდან;44.მიწასთან გაგასწორებენ და შენს შვილებს მუსრს გაავლებენ შენში, და ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში, ვინაიდან ვერ შეიცან შენი მოხილვის ჟამი.
45.შევიდა ტაძარში და დაიწყო მყიდველ-გამყიდველთა გამოყრა.46.და უთხრა მათ: დაწერილია: ჩემი სახლი ლოცვის სახლია, თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი.47.იყო იქ და ყოველდღე ასწავლიდა ტაძარში; ხოლო მღვდელმთავრებს, მწიგნობრებს და ერისმთავრებს მისი დაღუპვა სურდათ;48.მაგრამ ვერაფერს უხერხებდნენ, ვინაიდან მთელი ხალხი მონუსხულივით უსმენდა მას.
1. და შევიდა და განვიდოდა იერიქოჲთ. 2. და აჰა ესერა კაცი ვინმე, და სახელი მისი ზაქე, და იყო იგი მთავარი მეზუერეთაჲ, და ესე იყო მდიდარ ფრიად. 3. და უნდა ხილვაჲ იესუჲსი, ვინ-ძი არს, და ვერ უძლო ხილვად ერისა მისგან, რამეთუ ჰასაკითა იყო მცირე. 4. და წარრბიოდა წინა და აღჴდა ლეღუსულელსა, რაჲთა იხილოს იგი, რამეთუ მიერ წარსლვად იყო. 5. და მოვიდა ადგილსა მას, მიხედა იესუ და ჰრქუა მას: ზაქე, ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ. 6. და ისწრაფა და...
რქვა მას იესო: დღეს იქმნა ცხოვრება სახლისა ამის,რამეთუ ესეცა შვილი აბრაამისი არს. რამეთუ მოვიდა ძეკაცისა მოძიებად და ცხოვრებად წარწყმედულისა (ლუკ. ით; თ, ი).
უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოვიდა სოფლად მისთვის, რათა მოიძიოს, მოაქციოს და აცხოვნოს კაცი ცოდვილი და წარწყმედული. დღეს წარკითხულითა სახარებითგან გვესმა, ვითარ აღასრულებდა იგი საქმესა ამას. იყო კაცი ვინმე სახელითა ზაქე, მთავარი მეზვერეთა და ფრიად მდიდარი. საგულისხმო არს, რომელ სიმდიდრე მისი არ იყო შეძინებულ სიმართლითა. უკეთუ სხვანიცა...
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,
„გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, სიკვდილი დათრგუნა და ტყვენი გაათავისუფლა“ (წმ. იოანე ოქროპირი)
ქრისტე აღდგა!
დგება ჟამი ახალი პასექისა!
დღეს ზეიმობს ცა და მიწა, ხილული და უხილავი სამყარო; რა თქმა უნდა, ვზეიმობთ ჩვენც, რადგან ამ...
და ვითარცა მიეახლა, იხილა ქალაქი იგი და სტიროდა მას ზედა და იტყოდა,ვითარმედ უკეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშვიდობად შენდა! ხოლოაწ დაეფარა თუალთაგან შენთა. (ლუკა. 19, 41, 42).
შესვლა უფლისა იესო ქრისტესი იერუსალიმს, რომელსა აწ ვდღესასწაულობთ, იყო ერთობ დიდებული და სადღესასწაულო. მთელი ქალაქის მცხოვრებნი მიეგებნენ მას, ვითარცა მიეგებიან დიდებულსა და ძლევა შემოსილსა მეფესა, ხის შტოებითა, ღაღადებითა ოსანა მაღალთა შინა! და ზოგნი ტანისამოსსაც დაუფენენ გზაზედ. ესრედ იფიქრებდა კაცი, რომ...
სწავლაჲ პჱ მოქალაქობისათჳს საღმრთოჲსა და საეშმაკოჲსა და ანგაჰრებისათჳს:
...ამეთუ ბოროტი და მძიმე ტჳრთი არს ცოდვაჲ და უმძიმჱს ბრპენისა, და რომელსა იგი აქუნდეს, მარადის ქუედადრეკილ არნ; რამეთუ აქაბ დიდებული იყო და მეფჱ, და ვინაჲთგან უშჯულოებაჲ აქუნდა, მარადის სირცხჳლეულ იყო.
არამედ ჩუენ უკუეთუ გჳცოდავს, დავსთხინეთ ცრემლნი, ვიგლოვოთ ჯეროვნად, აღვიძუარცნეთ ცოდვანი, ვითარცა ზაქე, ეგრეთვე ჩუენცა. და ვითარცა წყლულებაჲ ანუ სენი, უკუეთუ პირველად მიზეზი სენისაჲ არა დააყენო და შარავი არა გამოიღო, დაღაცათუ მრავალნი წამალნი დაასხნე, არად სარგებელ არს, ეგრეთ ჩუენ უკუეთუ ჴელნი ჩუენნი არა დავაყენნეთ ანგაჰრებისაგან, ყოველივე ამაო არს; რამეთუ დაღაცა-თუ მივსცეთ მოწყალებაჲ, ანუ სხუაჲ რაჲ კეთილი ვქმნეთ და კუალად ანგაჰრებასა შინა ვიყვნეთ, კუალად შევიგინებით მის მიერ და უძჳრჱს პირველისა ვიქმნებით.
დავსცხრეთ უკუე ანგაჰრებისა და ტაცებისაგან და ესრეთ ვქმნეთ მოწყალებაჲ. რამეთუ უკუეთუ ვინ დაეცემოდის სიმაღლისა დიდისაგან, და ერთსა ზჱთ ემჭიროს, და მეორჱ ქუე ჰზიდვიდეს, არარაჲ იქმნების, გარნა განკუეთაჲ კაცისაჲ მის. ხოლო რაჲთა არა ჩუენ ზედაცა ესე მოიწიოს, და სიმძიმისაგან ანგაჰრებისა დაგჳტევნეს მოწყალებამან, ამისთჳს განვიფრთხოთ და ვისწრაფოთ განშორებად ბოროტთაგან და რაჲთა კეთილთა საქმეთა მიერ სრულ ვიქმნნეთ და მივემთხჳნეთ საუკუნეთა მ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იყო, ჯდა რაჲ იგი ინაჴით სახლსა შინა, და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი თანასხდეს იესუჲს თანა ინაჴით და მოწაფეთა მისთა თანა“ (9,10).:
...ჰა ესერა ერთი ესე მეზუერე მოინადირა და განიყვანა მეზუერეობისაგან და ანგელოზთა თანამოდასე-ყო და ზიარებითა მით ტაბლისაჲთა არა იგი ხოლო, არამედ სხუანიცა აცხოვნნა. და ისმინეთ სიტყუაჲ ზაქესი, სხჳსა მის მეზუერისაჲ, რამეთუ ესმა რაჲ სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელი ჰრქუა მას, ვითარმედ: „დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ“, აღივსო სიხარულითა და იტყოდა: „აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი“. ამისთჳსცა ჰრქუა მას უფალმან: „დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისა ამის“. თქუას ვინმე, ვითარმედ: რაჲ არს სიტყუაჲ იგი პავლესი, რომელსა იტყჳს: „უკუეთუ ვინმე ძმაჲ სახელდებულ იყოს მეძავ, ანუ ანგაჰრ, ანუ მომთრვალე, ანუ მტაცებელ, ესევითარისა მის თანა ნუცა სჭამთ“? ხოლო ჩუენ ესრეთ ვიტყჳთ, ვითარმედ: პირველად ესე მებრ არა ჩანს, თუ მოძ-ღუართა ეტყჳს ამას, არამედ ძმათა ხოლო; მერმე ესეცა საცნაურ არს, ვი-თარმედ ესე მეზუერენი ჯერეთ არა განსრულებულთაგანნი იყვნეს, არცა ძმად შერაცხილნი; და კუალად პავლე მათ ძმათაგან იტყჳს გარემიქცევასა, ოდეს თჳსსავე უკეთურებასა ზედა ეგნენ, ხოლო ამათ დაეტევა ბოროტისა გზაჲ და მოქცეულ იყვნე...
...ტაცებისა მიერ და მოხუეჭისა მონაგებთაგან იქმნებოდის, რამეთუ იგი არა მოწყალებაჲ არს, არამედ უკეთურებაჲ. რამეთუ რაჲ სარგებელ არს ერთისა განძარცუვაჲ და მეორისა შემოსაჲ? რამეთუ დაღაცათუ ყოველივე მოტაცებული გლახაკთა მივსცეთ, არარაჲ სარგებელ იყოს. და გამოაჩინებს ზაქე, რომელმან მოტაცებული ყოველივე ოთხკეცად უკუნსცა, ხოლო ჩუენ ფრიადსა ვიტაცებთ და მცირედსა მივსცემთ და ამით ვჰგონებთ ღმრთისა მომადლებასა, რომლისა მიერ უფროჲსად განრისხნების იგი.
რამეთუ მითხარღა, უკუეთუ ვირი გზასა ზედა მომკუდარი ჰპოვო და მოითრიო და შეიღო საკურთხეველად, არა ყოველნი შენ გეცინოდიანა? აწ უკუე მე გამხილებ, ვითარმედ მოტაცებულისაგან ქმნილი მოწყალებაჲ ამისა უსაძაგელეს არს, რამეთუ ყოველივე ცოდვაჲ სიმყრალჱ არს ბოროტი. და ისმინე წინაჲსწარმეტყუელისაჲ, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი“. ხოლო შენ სიტყჳთ ევედრები უფალსა დავიწყებად ცოდვათა შენთა და საქმით არა შეუნდობ მას დავიწყებად, არამედ მარადღე მოაჴსენებ, რამეთუ უკეთურებისა მონაგებსა საკურთხეველსა ზედა დასდებ და წმიდათა მისცემ. ანუ იტყჳა შენ, ვითარმედ: არა მოტაცებულსა მას მივსცემ, არამედ სხუასა, რომელი თჳთ ჩემი იყოო? და არა გულისხმა-ჰყოფა, ვითარმედ...