მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 თესალონიკელთა მიმართ 5:27

26. მოიკითხეთ ყველა ძმა წმიდა ამბორით.27. გაფიცებთ უფალს, ყველა ძმას წაუკითხეთ ეს წერილი.28. მადლი ჩვენი უფლის იესო ქრისტესი თქვენთან. ამინ.
1 თესალონიკელთა მიმართ თავი 5
27. გაფიცებთ უფალს, ყველა ძმას წაუკითხეთ ეს წერილი.
ჰომილია 11
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„სულსა ნუ დაავსებთ. წინაწარმეტყუელებათა ნუ შეურაცხ-ჰყოფთ. ყოველივე გამოიცადეთ და უკეთესი იგი შეიკრძალეთ. ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა განეშორენით.“ ().

1. სულის ნათლის დაცვა და წინასწარმეტყველება

მთელ დედამიწას ერთგვარი სქელი ბურუსი, წყვდიადი და ღრუბელი გადაჰფენია; ამის საჩვენებლად მოციქული ამბობდა: „რამეთუ იყვენით ოდესმე ბნელ,“ () და კვლავ: „ხოლო თქუენ, ძმანო, არა ხართ ბნელსა შინა, რაჲთა დღე იგი ვითარცა მპარავი გეწიოს თქუენ.“ (). ვინაიდან, ასე ვთქვათ, უმთვარო ღამეა და ამ ღამეში დავდივართ, ღმერთმა მოგვცა ნათელი ლამპარი, როდესაც ჩვენს სულებში სულიწმინდის მადლი აანთო. მაგრამ ამ ნათელს ზოგიერთებმა მიიღეს და უფრო ბრწყინვალე და ნათელი გახადეს, როგორებიც იყვნენ პავლე, პეტრე და ყველა ის წმინდანი; სხვებმა კი ჩააქრეს, როგორც ხუთმა ქალწულმა, როგორც მათ, ვინც რწმენაში...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის