მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 1:20

19. გქონდეს რწმენა და წრფელი სინიდისი, რაც უარყო ზოგიერთმა და მარცხი იწვნია რწმენაში, როგორც ხომალდმა - ზღვაში.20. მათ შორის ჰიმენეოსმა და ალექსანდრემ, რომელნიც გადავეცი სატანას, რათა თავი ანებონ გმობას.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 1
20. მათ შორის ჰიმენეოსმა და ალექსანდრემ, რომელნიც გადავეცი სატანას, რათა თავი ანებონ გმობას.
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ამას მცნებასა შეგვედრებ შენ, შვილო ტიმოთე, მსგავსად მიძღუანებულთა მათ შენდა წინაწარმეტყუელებათა, რაჲთა ჰსაგრობდე მას შინა კეთილსა მას საგრობასა, და გაქუნდეს სარწმუნოებაჲ და კეთილი გონებაჲ, რომელი-იგი ვიეთმე განიშორეს და სარწმუნოებისაგან განცჳვეს;“ ().

1. ღვთის არჩევანი და მოძღვრის კეთილი ბრძოლა

სწავლებისა და მღვდლობის ღირსება დიდი და საკვირველია და ჭეშმარიტად ღვთის არჩევანს საჭიროებს, რომელიც ღირსეულ კაცს შუაში წარმოაჩენს. ასე ხდებოდა ძველადაც და ასე ხდება ახლაც, როცა არჩევას ადამიანური ვნების გარეშე ვასრულებთ და არაფერს ყოფითს არ ვუყურებთ: არც მეგობრობას და არც მტრობას. რამეთუ თუნდაც სულიწმინდის ისეთ საზომს არ ვეზიარებოდეთ, კეთილი განზრახვაც საკმარისია, რომ ღვთისგან ხელდასხმა მოიზიდოს. რადგან მოციქულებიც კი არ იყვნენ სულიწმინდის მოზიარენი, როცა მატათია აირჩიეს; არამედ საქმე ლოცვას მიანდეს და იგი მოციქულთა რიცხვში ჩარიცხეს, რადგან...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის