...ასა, რომელნიიგი მცირედსა ადგილსა შემძლებელ არიან ჴელთა მიერ და ფერჴთა წარვლად, და უკუეთუ შინარე შევიდენ, ადრე დაინთქმიან ღელვათაგან; ეგრეთვე რომელნი თჳსითა გულისსიტყჳთა ისწრაფდენ რაჲსმე პოვნად წერილისა, პირველ პოვნისა დაინთქმიან, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „რომელნი-იგი სარწმუნოებისაგან დაინთქნეს“. არამედ ჩუენ რაჲთა არა მასვე შთავცჳვეთ, ამისთჳს კეთილი იგი ზღუდჱ მოვიღოთ, რომლითა აწ სამარიტელი მოიზიდა ქრისტემან, რამეთუ თქუა რაჲ მან თჳთ: ვი-თარ თქუენ იტყჳთ: „იერუსალჱმს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყუანისცემაჲ“?2 ჰრქუა მას ქრისტემან: „გრწმენინ ჩემი, დედაკაცო, მოვალს ჟამი, რომელსა არცა მთასა ამას, არცა იერუსალჱმს, არამედ თაყუანისსცემდეთ მამასა“. ფრიად მაღალი სიტყუაჲ გამოუცხადა მას, რომელიესე არცა ნიკოდემოსს, არცა ნათანაელს ჰრქუა, რამეთუ იგი დედაკაცი ისწრაფდა, რაჲთამცა საქმენი სამარიტელთანი უაღრესად ჰურიათა გამოაჩინნა, და მამათა მოწამედ მოიყვანებდა. ხოლო ქრისტემან არა მისისა კითხვისაებრ მიუგო, რამეთუ არცა საჴმარ იყო მაშინ ჩუენებაჲ, თუ რაჲსათჳს მამანი მთასა მას და ჰურიანი იერუსალჱმს თაყუანის-სცემდეს. ამისთჳს ესე დაიდუმა და უაღრჱსი ორთაჲსავე მიუთხრა და უჩუენა, ვი-თარმედ არცა ჰურიათა, არცა მათ აქუს დიდი რაჲ საქმჱ მომავალისა მის თანა...
1 ტიმოთეს მიმართ 1:19
18. ამ მცნებას შენ განდობ. შვილო ტიმოთე, შენთვის მოვლენილი წინასწარმეტყველების თანახმად, რათა იომო კეთილი ომით,19. გქონდეს რწმენა და წრფელი სინიდისი, რაც უარყო ზოგიერთმა და მარცხი იწვნია რწმენაში, როგორც ხომალდმა - ზღვაში.20. მათ შორის ჰიმენეოსმა და ალექსანდრემ, რომელნიც გადავეცი სატანას, რათა თავი ანებონ გმობას.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 1