მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 2:12

11. ქალი სწავლობდეს მდუმარედ, სრული მორჩილებით.12. მე არა ვრთავ ქალს სწავლების ნებას, და არც ქმარზე მბრძანებლობისას, არამედ რათა იყოს მდუმარედ.13. ვინაიდან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 2
12. მე არა ვრთავ ქალს სწავლების ნებას, და არც ქმარზე მბრძანებლობისას, არამედ რათა იყოს მდუმარედ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი კ̂ა. ქადაგებისა თჳსისათჳს და მსახურებისა აღმოსავალეთს და დასავალეთს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ მარიამს, რომელი-იგი ფრიად დაშურა თქუენდა მიმართ (16,6).:

...იგი მისი.

მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ მარიამს, რომელი-იგი ფრიად დაშურა თქუენდა მიმართ (16,6).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა თავისა თჳსისათჳს ხოლო იღუაწა, რაჲთა ცხონდეს, არამედ თქუენდაცა კეთილისა მასწავლელ იქმნა. ხოლო ვითარ რომელი-ესე სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: "დედათა მოძღურებად არა უბრძანებ" (), აქა აქებს სწავლით დაშურომასა ამისსა? — ცხად არს, ვითარმედ საეროდ საყდარსა მოძღურებისასა დაჯდომად არა შეუნდობდა, რაჲთამცა შორის შესაკრებელთა და უბანთა ასწავებდეს, ხოლო თჳსაგან ვიეთმე მიმართ სწავლად და თხრობად ყუასა მას ცხორებისასა არა აყენებდა, ვითარ-იგი ეტყჳს ცოლსა ურწმუნოჲსასა: "რაჲ იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი" ().

მოციქულისაჲ: კითხვაჲ არქუთ ანდრონიკეს და იუნიანს, ნათესავთა ჩემთა და თანა-ტყუეთა ჩემთა, რომელნი არიან შესწავებულ მოციქულთა შორის, რომელნი ჩემსა წინაჲცა იყვნეს ქრისტეს მიერ (16,7).

თარგმანი: დიდი ქებაჲ არს ნათესავობაჲ, ხოლო უმეტესი ქებაჲ არს თანატყუეობაჲ პავლესი, რომელი-იგი დაღაცათუ ტყუედ არაოდეს მიცემულ არს, არამედ ტყუეთასა უძჳრესი შეემთხუეოდა უცხოებასა თანა მამულისა ქუეყანისასა;...

სრულად ნახვა