მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 3:13

12. დიაკონიც ერთი ცოლის ქმარი იყოს, შვილებისა და თავისი სახლის კეთილი გამგებელი.13. ვინაიდან კეთილად მომსახურენი თავიანთ თავს უმზადებენ კეთილ ხარისხსა და მხნეობას ქრისტე იესოს რწმენაში.14. ამას გწერ და იმედი მაქვს მალე გეწვევი.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 3
13. ვინაიდან კეთილად მომსახურენი თავიანთ თავს უმზადებენ კეთილ ხარისხსა და მხნეობას ქრისტე იესოს რწმენაში.
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 11
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დიაკონნი ეგრეთვე წმიდა, ნუ ორისმეტყუელ, ნუ ღჳნოსა ფრიადსა მორჩილ, ნუ საძაგელის შემძინელ, აქუსმცა საიდუმლოჲ იგი სარწმუნოებისაჲ წმიდითა გონებითა. და ესენი გამო-ღა-იცადნენ პირველად, და მაშინღა დიაკონებდედ, უბრალომცა არიან.“ ().

1. დიაკონთა ღირსება და ღმრთისმსახურების საიდუმლო

როცა ეპისკოპოსებზე საუბრობდა, ისინი დაახასიათა, თქვა, რა უნდა ჰქონდეთ და რისგან უნდა იკავებდნენ თავს; ხოლო მღვდელთა დასი დატოვა და დიაკონებზე გადავიდა. რატომ მაინცდამაინც? იმიტომ, რომ მღვდლებსა და ეპისკოპოსებს შორის დიდი შუალედი არ არის. რადგან მათაც მინდობილი აქვთ სწავლება და ეკლესიის წინამძღვრობა; და რაც ეპისკოპოსებზე თქვა, ის მღვდლებსაც შეეფერება. რადგან ეპისკოპოსები მხოლოდ ხელდასხმის მხრივ არიან მღვდლებზე აღმატებულნი და, ჩანს, მხოლოდ ამით აქვთ მღვდლებზე უპირატესობა. „დიაკონნი ეგრეთვე“...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის