მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 3:14

13. ვინაიდან კეთილად მომსახურენი თავიანთ თავს უმზადებენ კეთილ ხარისხსა და მხნეობას ქრისტე იესოს რწმენაში.14. ამას გწერ და იმედი მაქვს მალე გეწვევი.15. მაგრამ თუ დავიგვიანე, იცოდე, როგორ უნდა მოიქცე ღვთის სახლში, რომელიც არის ეკლესია ცოცხალი ღვთისა, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 3
14. ამას გწერ და იმედი მაქვს მალე გეწვევი.
ჰომილია 11
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დიაკონნი ეგრეთვე წმიდა, ნუ ორისმეტყუელ, ნუ ღჳნოსა ფრიადსა მორჩილ, ნუ საძაგელის შემძინელ, აქუსმცა საიდუმლოჲ იგი სარწმუნოებისაჲ წმიდითა გონებითა. და ესენი გამო-ღა-იცადნენ პირველად, და მაშინღა დიაკონებდედ, უბრალომცა არიან.“ ().

1.

როცა ეპისკოპოსებზე საუბრობდა, ისინი დაახასიათა, თქვა, რა უნდა ჰქონდეთ და რისგან უნდა იკავებდნენ თავს; ხოლო მღვდელთა დასი დატოვა და დიაკონებზე გადავიდა. რატომ მაინცდამაინც? იმიტომ, რომ მათსა და ეპისკოპოსებს შორის დიდი შუალედი არ არის. რადგან მათაც მიღებული აქვთ მოძღვრებაც და ეკლესიის წინამძღვრობაც; და რაც ეპისკოპოსებზე თქვა, ის მღვდლებსაც შეეფერება. რამეთუ მხოლოდ ხელდასხმით არიან მათზე აღმატებულნი და მხოლოდ ამით ჩანან, რომ მღვდლებს აღემატებიან. „დიაკონნი ეგრეთვე“ (). <span...

სრულად ნახვა
ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ტიმოთეს ნუგეში და შეურყეველი სარწმუნოება:

...ღმრთისა მიერ მამისა და ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.“** ().

1. ტიმოთეს ნუგეში და შეურყეველი სარწმუნოება

რატომღა სწერს ტიმოთეს მეორე ეპისტოლეს? თქვა: „ვესავ ადრე მოსლვასა ჩემსა“ (); ეს არ აღსრულდა; ამიტომ წერილებით ანუგეშებს მას ხილვის ნაცვლად, რადგან, შესაძლოა, იმითაც იყო დამწუხრებული და იმითაც, რომ მაშინ უკვე მმართველობას მოჰკიდებოდა ხელი. რადგან, თუნდაც ვინმე დიდი კაცები იყვნენ, როცა ეკლესიის საჭესა და მართვას იკისრებენ, უცხო რამ ემართებათ: მრავალი მხრიდან საქმეთა მრავალ ტალღაში იძირებიან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქადაგების დასაწყისი იყო, როცა ყველაფერი მოუხნავი იყო, ყველაფერი მტრულად იდგა და ყველაფერი წინ ეღობებოდა. და მხოლოდ ეს კი არა, მწვალებლობებიც იყო, იუდეველი მოძღვრებისგან დაწყებული, რაც წინა ეპისტოლეშიც გამოაჩინა. მაგრამ მას მხოლოდ წერილებით კი არ ანუგეშებს, არამედ თავისთანაც უხმობს: „ისწრაფე ჩემდა მოსლვად ადრე“ (), ამბობს, და: **„მო...

სრულად ნახვა