მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 3:8

7. უნდა ჰქონდეს აგრეთვე კეთილი მოწმობა გარეშეთაგან, რათა საგმობი არ გახდეს და ეშმაკის მახეში არ გაებას.8. დიაკვნებიც ასევე ღირსეულნი უნდა იყვნენ, არა ორპირნი, არა ღვინოს მიძალებულნი, არა ანგარნი,9. რწმენის საიდუმლოს შემნახველნი წრფელი სინიდისით.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 3
8. დიაკვნებიც ასევე ღირსეულნი უნდა იყვნენ, არა ორპირნი, არა ღვინოს მიძალებულნი, არა ანგარნი,
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 11
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დიაკონნი ეგრეთვე წმიდა, ნუ ორისმეტყუელ, ნუ ღჳნოსა ფრიადსა მორჩილ, ნუ საძაგელის შემძინელ, აქუსმცა საიდუმლოჲ იგი სარწმუნოებისაჲ წმიდითა გონებითა. და ესენი გამო-ღა-იცადნენ პირველად, და მაშინღა დიაკონებდედ, უბრალომცა არიან.“ ().

1. დიაკონთა ღირსება და ღმრთისმსახურების საიდუმლო

როცა ეპისკოპოსებზე საუბრობდა, ისინი დაახასიათა, თქვა, რა უნდა ჰქონდეთ და რისგან უნდა იკავებდნენ თავს; ხოლო მღვდელთა დასი დატოვა და დიაკონებზე გადავიდა. რატომ მაინცდამაინც? იმიტომ, რომ მღვდლებსა და ეპისკოპოსებს შორის დიდი შუალედი არ არის. რადგან მათაც მინდობილი აქვთ სწავლება და ეკლესიის წინამძღვრობა; და რაც ეპისკოპოსებზე თქვა, ის მღვდლებსაც შეეფერება. რადგან ეპისკოპოსები მხოლოდ ხელდასხმის მხრივ არიან მღვდლებზე აღმატებულნი და, ჩანს, მხოლოდ ამით აქვთ მღვდლებზე უპირატესობა. „დიაკონნი ეგრეთვე“...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის