მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 4:9

8. ვინაიდან სხეულის წვრთნა ცოტა რამეში თუ წაგადგება, ღვთისმოსაობა კი ყოველმხრივ სასარგებლოა, რაკიღა აწინდელი სიცოცხლის აღთქმაცა აქვს და მერმისისაც.9. სარწმუნოა ეს სიტყვა და ღირსი სრული შეწყნარებისა.10. ვინაიდან იმისთვის ვშრომობთ და ვიღვწით, რომ ვესავთ ცოცხალ ღმერთს, რომელიც არის ყოველი კაცისა და, მით უმეტეს, მორწმუნეთა მხსნელი.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 4
9. სარწმუნოა ეს სიტყვა და ღირსი სრული შეწყნარებისა.
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 12
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო სული წმიდაჲ ცხადად იტყჳს, რამეთუ უკუანაჲსკნელთა ჟამთა გან-ვინმე-დგენ სარწმუნოებისაგან და ერჩდენ იგინი სულთა მათ მაცთურთა და მოძღურებასა ეშმაკთასა ორგულებითა სიტყჳთა ტყუილისაჲთა, შემწუარნი თჳსითა გონებითა, აყენებდენ ქორწილსა და განაშორებდენ საჭმელთა, რომელნი ღმერთმან დაჰბადნა მისაღებელად მადლობით მორწმუნეთათჳს და რომელთა იციან ჭეშმარიტებაჲ. რამეთუ ყოველი დაბადებული ღმრთისაჲ კეთილ არს, და არარაჲ არს განსაგდებელ, მადლობით მიღებული, რამეთუ განწმიდნების სიტყჳთა ღმრთისაჲთა და ლოცვითა.“ ().

1. სარწმუნოებისგან განდგომა და ქმნილების სიკეთე

როგორც რწმენას მტკიცედ ჩაჭიდებულნი საიმედო ღუზას ეყრდნობიან, ასევე რწმენისგან განვარდნილნი ვერსად დგებიან; აქეთ-იქით მრავალი ხეტიალის შემდეგ ბოლოს თვით წარწყმედის უფსკრულებში მიექანებიან. ეს პავლემ უკვე ცხადყო, როცა თქვა, რომ ზოგნი უკვე „სარწმუნოებისაგან განცჳვეს“ (). ახლაც ამბობს:...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის