მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 4:8

7. ხოლო უწმინდურთა და დედაბერთა ზღაპრებს ერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწაფე თავი.8. ვინაიდან სხეულის წვრთნა ცოტა რამეში თუ წაგადგება, ღვთისმოსაობა კი ყოველმხრივ სასარგებლოა, რაკიღა აწინდელი სიცოცხლის აღთქმაცა აქვს და მერმისისაც.9. სარწმუნოა ეს სიტყვა და ღირსი სრული შეწყნარებისა.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 4
8. ვინაიდან სხეულის წვრთნა ცოტა რამეში თუ წაგადგება, ღვთისმოსაობა კი ყოველმხრივ სასარგებლოა, რაკიღა აწინდელი სიცოცხლის აღთქმაცა აქვს და მერმისისაც.
ჰომილია 12
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო სული წმიდაჲ ცხადად იტყჳს, რამეთუ უკუანაჲსკნელთა ჟამთა გან-ვინმე-დგენ სარწმუნოებისაგან და ერჩდენ იგინი სულთა მათ მაცთურთა და მოძღურებასა ეშმაკთასა ორგულებითა სიტყჳთა ტყუილისაჲთა, შემწუარნი თჳსითა გონებითა, აყენებდენ ქორწილსა და განაშორებდენ საჭმელთა, რომელნი ღმერთმან დაჰბადნა მისაღებელად მადლობით მორწმუნეთათჳს და რომელთა იციან ჭეშმარიტებაჲ. რამეთუ ყოველი დაბადებული ღმრთისაჲ კეთილ არს, და არარაჲ არს განსაგდებელ, მადლობით მიღებული, რამეთუ განწმიდნების სიტყჳთა ღმრთისაჲთა და ლოცვითა.“ ().

1.

როგორც რწმენას მოჭიდებულნი მტკიცე ღუზას ეყრდნობიან, ასევე მისგან გამოვარდნილნი ვერსად დგებიან; მრავალი ხეტიალით ზევით და ქვევით დაბნეულნი ბოლოს თვით წარწყმედის უფსკრულებში მიექანებიან. ეს მან უკვე ცხადყო, როცა თქვა, რომ ზოგნი უკვე „სარწმუნოებისაგან განცჳვეს“ (). ახლაც ამბობს: „ხოლო სული წმიდაჲ ცხადად იტყჳს, რამეთუ უკუანაჲსკნელთა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის