მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 6:13

12. იღვაწე რწმენის კეთილი ღვაწლით, შეიტკბე საუკუნო სიცოცხლე, რომლისთვისაც ხარ ხმობილი, და აღიარე კეთილი აღსარება მრავალი მოწმის წინაშე.13. გამცნებ შენ ყოვლის მაცოცხლებელი ღმერთისა და ქრისტე იესოს წინაშე, პონტიუს პილატეს წინაშე რომ იმოწმა კეთილი აღსარება, -14. წმიდად და უბიწოდ დაიმარხე მცნება ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლამდე,
1 ტიმოთეს მიმართ თავი 6
13. გამცნებ შენ ყოვლის მაცოცხლებელი ღმერთისა და ქრისტე იესოს წინაშე, პონტიუს პილატეს წინაშე რომ იმოწმა კეთილი აღსარება, -
ჰომილია 18
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„გამცნებ შენ წინაშე ღმრთისა, რომელმან ცხოველ ყვნის ყოველნი, და ქრისტე იესუჲსა, რომელმან-იგი წამა პონტოელისა პილატეს ზე კეთილი იგი აღსარებაჲ დამარხვად შენდა მცნებაჲ იგი უბიწოდ და უბრალოდ ვიდრე გამოჩინებადმდე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, რომელ-იგი ჟამთა თჳსთა აჩუენოს ნეტარმან მან და მხოლომან ძლიერმან მეუფემან მეუფეთამან და უფალმან უფლებათამან, რომელსა მხოლოსა აქუს უკუდავებაჲ და ნათელსა მყოფ არს მიუწდომელსა, რომელი არავინ იხილა კაცთაგანმან, არცა ხილვად ჴელ-ეწიფების, რომლისაჲ არს პატივი და ძალი საუკუნოჲ. ამინ.“ ().

1.

კვლავ ღმერთს იმოწმებს, როგორც ცოტა ხნის წინაც გააკეთა: ერთდროულად შიშს აძლიერებს, მოწაფეს უფრო მტკიცედ ამყარებს და აჩვენებს, რომ მცნებები ადამიანური არ არის; რათა მან, თითქოს თვით მეუფისგან იღებდეს ამ ბრძანებას, მუდამ გონებაში ჰყავდეს მოწმე, რომლისგანაც მოისმინა, და ხსოვნამ მისი გონება შეარყიოს. ამბობს: „გამცნებ შენ წინაშე ღმრთისა, რომელმან ცხოველ ყვნის ყოველნი“ (<span...

სრულად ნახვა
ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. საღმრთო წერილი და მოციქულის აღსასრულის ნუგეში:

...2 ტიმ 4:1). ან ცოდვილებსა და მართალთ ამბობს, ან გარდასულთაც და ახლა მყოფთაც, რადგან მრავალი ცოცხალი დარჩება. წინა ეპისტოლეში აშინა იგი, როდესაც ამბობდა: „გამცნებ შენ წინაშე ღმრთისა, რომელმან ცხოველ ყვნის ყოველნი“ (); აქ კი უფრო საშინელი სიტყვა მოიტანა: „რომელმან განსაჯნეს ცხოველნი და მკუდარნი“ (), ანუ ვინც პასუხისგებას მოსთხოვს; „გამოჩინებისაებრ მისისა და სუფევისა მისისა“ ().

განკითხვა როდის? მის გამოჩინებაში, დიდებითურთ და სასუფევლითურთ. ან ამას ამბობს, რომ ისე არ მოვა, როგორც ახლა; ან იმას, რომ გიმოწმებ მის გამოჩინებასა და მის სასუფეველს. მას მოწმედ მოუხმობს და აჩვენებს, რომ ესეც შეახსენა მას. შემდეგ, როცა ასწავლის, როგორ უნდა იქადაგოს სიტყვა, დასძენს: **„ქადაგე სიტყუაჲ, ზედა-ადეგ ჟამითი-უჟამოდ, ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც ყოვლითა სულგრძელებით...

სრულად ნახვა