მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 6:20

19. და იუნჯებდნენ სიკეთის საუნჯეს მომავლის მტკიცე საფუძვლად, რათა ეწიონ საუკუნო სიცოცხლეს.20. ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი, რაც მოგენდო, ერიდე უკეთურ ფუჭსიტყვაობას და ცრუმეცნიერების უკუღმართობას,21. რაც საქმედ გაიხადა ზოგიერთმა და კიდევაც განუდგა რწმენას. მადლი თქვენთან. ამინ.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 6
20. ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი, რაც მოგენდო, ერიდე უკეთურ ფუჭსიტყვაობას და ცრუმეცნიერების უკუღმართობას,
ჰომილია 18
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„გამცნებ შენ წინაშე ღმრთისა, რომელმან ცხოველ ყვნის ყოველნი, და ქრისტე იესუჲსა, რომელმან-იგი წამა პონტოელისა პილატეს ზე კეთილი იგი აღსარებაჲ დამარხვად შენდა მცნებაჲ იგი უბიწოდ და უბრალოდ ვიდრე გამოჩინებადმდე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, რომელ-იგი ჟამთა თჳსთა აჩუენოს ნეტარმან მან და მხოლომან ძლიერმან მეუფემან მეუფეთამან და უფალმან უფლებათამან, რომელსა მხოლოსა აქუს უკუდავებაჲ და ნათელსა მყოფ არს მიუწდომელსა, რომელი არავინ იხილა კაცთაგანმან, არცა ხილვად ჴელ-ეწიფების, რომლისაჲ არს პატივი და ძალი საუკუნოჲ. ამინ.“ ().

1.

კვლავ ღმერთს იმოწმებს, როგორც ცოტა ხნის წინაც გააკეთა: ერთდროულად შიშს აძლიერებს, მოწაფეს უფრო მტკიცედ ამყარებს და აჩვენებს, რომ მცნებები ადამიანური არ არის; რათა მან, თითქოს თვით მეუფისგან იღებდეს ამ ბრძანებას, მუდამ გონებაში ჰყავდეს მოწმე, რომლისგანაც მოისმინა, და ხსოვნამ მისი გონება შეარყიოს. ამბობს: „გამცნებ შენ წინაშე ღმრთისა, რომელმან ცხოველ ყვნის ყოველნი“ (<span...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲვ სარწმუნოებისათჳს მართლისა:

...თუმცა თჳთოეულად მათთა სიტყუათა და საქმეთა ვიტყოდეთ, ფრიადი სიცილი იქმნების, რასა იგინი იტყოდეს ღმრთისათჳს და სულისათჳს და ნივთისათჳს. ხოლო მე იგი დაუტევო ყოველი და ამას გეტყჳ: წერილთასა ისმენდით და ისწავლიდით და მრავალმეტყუელებასა მწვალებელთასა გარეწარჰჴდეთ, ვითარცა ნეტარი პავლე ამცნებს ტიმოთეს, რომელიიგი სავსე იყო სიბრძნითა და აქუნდა ძალიცა სასწაულთა ქმნად. მისი უკუე ვისმინოთ და ამაონი სიტყუანი შორს-ვყვნეთ ჩუენგან და მოვიგნეთ საქმენი კეთილნი, ძმათმოყუარებაჲ და მოწყალებაჲ, რაჲთა საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა