თარგმანი: ამისთჳს განსაგდებელ ჰყოფს მორწმუნეთათჳს მეგობრობასა მწვალებელთასა, რაჲთა არა თანა-მეინაჴეობითა და ერთ-მოკარვეობითა მათითა შთაუგდოთ ვიეთმე ჩუენთჳს იჭჳ ბოროტი, ვითარცა თანაზიარ ვიყვენით წვალებისა მათისა. და ეს მაშინ, ოდეს ძლიერ ვიყვნეთ. ხოლო უკუეთუ უძლურნი მათ თანა აღვერეოდით მოსწაფედ, მოვიღოთ ჩუენცა გესლისაგან მათისა. ამისთჳს შორითვე ვიოტნეთ , ვითარცა მჴეცნი წამლიანნი, და ნუმცა ვეტყჳთ მათ გიხაროდენ, რომელი-იგი ღმრთისმგმობარებითა მათითა შეაწუხებენ სულსა წმიდასა, რომლითა აღბეჭდულ ვართ ჩუენ დღედ გამოჴსნისა.
2 იოანე 1:11
10. ვინც თქვენთან მოდის, მაგრამ არ მოაქვს ეს მოძღვრება ნურც შინ მიიღებთ და ნურც მოიკითხავთ.11. რადგან ვინც მას მოიკითხავს, მის ბოროტ საქმესაც ეზიარება.12. ბევრი რამ მაქვს თქვენთვის მოსაწერი, მაგრამ არ ვისურვე ქაღალდითა და მელნით, რადგანაც იმედი მაქვს, რომ გეწვევით და პირისპირ გესაუბრებით, რათა სრულ იყოს ჩვენი სიხარული.
2 იოანე თავი 1