თარგმანი: ამისთჳს განსაგდებელ ჰყოფს მორწმუნეთათჳს მეგობრობასა მწვალებელთასა, რაჲთა არა თანა-მეინაჴეობითა და ერთ-მოკარვეობითა მათითა შთაუგდოთ ვიეთმე ჩუენთჳს იჭჳ ბოროტი, ვითარცა თანაზიარ ვიყვენით წვალებისა მათისა. და ეს მაშინ, ოდეს ძლიერ ვიყვნეთ. ხოლო უკუეთუ უძლურნი მათ თანა აღვერეოდით მოსწაფედ, მოვიღოთ ჩუენცა გესლისაგან მათისა. ამისთჳს შორითვე ვიოტნეთ , ვითარცა მჴეცნი წამლიანნი, და ნუმცა ვეტყჳთ მათ გიხაროდენ, რომელი-იგი ღმრთისმგმობარებითა მათითა შეაწუხებენ სულსა წმიდასა, რომლითა აღბეჭდულ ვართ ჩუენ დღედ გამოჴსნისა.
2 იოანე 1:10
9. ვინც შორდება ქრისტეს მოძღვრებას და არ მკვიდრობს მასში, არა ჰყავს ღმერთი, ხოლო ვინც მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, მამაცა ჰყავს და ძეც.10. ვინც თქვენთან მოდის, მაგრამ არ მოაქვს ეს მოძღვრება ნურც შინ მიიღებთ და ნურც მოიკითხავთ.11. რადგან ვინც მას მოიკითხავს, მის ბოროტ საქმესაც ეზიარება.
2 იოანე თავი 1