თარგმანი: დაღაცათუ დედაკაცსა თანა მისწერს და რჩეულ უწოდს სარწმუნოებად მოსლვისათჳს, მას, რომელი-იგი არა პატივითა და ღირსებითა ჴორციელითა, არამედ სულიერად წარმართებულებითა თჳსითა და შვილთა თჳსთაჲთა საყუარელ უჩნდა, არამედ ეგრეთცა არავე შეუტყუებელ არიან სიტყუანი ესე ეკლესიისა მიმართცა, რომელი-იგი არს გამორჩეულ ქრისტეს მიერ და ჭეშმარიტებით საყუარელ. არა ხოლო მოციქულისა, არამედ მათდაცა ყოველთა, რომელთა უცნობიეს გზაჲ ჭეშმარიტებისაჲ ქრისტესგან, რომელ-იგი არს ბუნებით ჭეშმარიტებაჲ, რომელი დაიმკჳდრებს წმიდათა შორის თჳსთა, და მათ შორის ჰგიეს უკუნისამდე.
2 იოანე 1:2
1. უხუცესი - რჩეულ ქალბატონს და მის შვილებს, რომლებიც მიყვარს ჭეშმარიტებით, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვინც შეიცნო ჭეშმარიტება,2. ჭეშმარიტების გულისთვის, რომელიც მკვიდრობს ჩვენში და ჩვენშივე იქნება უკუნისამდე.3. მადლი, წყალობა, მშვიდობა ნუ მოგშლოდეთ მამა ღმერთისა და მისი ძის - იესო ქრისტესაგან, ჭეშმარიტებით და სიყვარულით.
2 იოანე თავი 1