თარგმანი: ყოველსავე ადგილსა მადლით მოტევებასა ცოდვათასა მოგუაჴსენებენ ჩუენ ქადაგნი საღმრთოჲსა მადლისანი წმიდანი მოციქულნი, და წყალობასა მას ღმრთისა მამისა მიერ მოვლინებულსა უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომელმან მშჳდობა ყო სისხლითა თჳსითა შორის ზეცისათა და ქუეყანისათა. ამითვე გჳლოცვენ და ამისდავე ქონებად გულოცვენ, რაჲთა ჭეშმარიტებით და სიყუარულით ვიყოფოდით, განშორებულნი ყოვლისაგანვე ტყუილისა და ორგულებისა.
2 იოანე 1:3
2. ჭეშმარიტების გულისთვის, რომელიც მკვიდრობს ჩვენში და ჩვენშივე იქნება უკუნისამდე.3. მადლი, წყალობა, მშვიდობა ნუ მოგშლოდეთ მამა ღმერთისა და მისი ძის - იესო ქრისტესაგან, ჭეშმარიტებით და სიყვარულით.4. დიდად გავიხარე, როცა ვპოვე შენს შვილებს შორის ჭეშმარიტებით მოარულნი, როგორც მიგვიღია მცნება მამისგან.
2 იოანე თავი 1