მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 იოანე 1:7

6. სიყვარული კი ისაა, რომ მივსდევდეთ მისი მცნებების გზას; აი, მცნება, რომელიც გსმენიათ დასაბამიდან, რათა მისი გზით იაროთ.7. რადგანაც მომრავლდნენ მაცთურნი ქვეყნად, რომელნიც არ აღიარებენ ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს. ეს არის მაცთური და ანტიქრისტე.8. თავს გაუფრთხილდით, რათა არ დაკარგოთ ის, რისთვისაც იღვწოდით, არამედ მივიღოთ სრული საზღაური.
2 იოანე თავი 1
7. რადგანაც მომრავლდნენ მაცთურნი ქვეყნად, რომელნიც არ აღიარებენ ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს. ეს არის მაცთური და ანტიქრისტე.
თავი ბ̂. ვითარმედ არა ჯერ-არს მწვალებელისაჲ სახლსა შეყვანებაჲ, არცა მოკითხვაჲ გონებითა ვნებულითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ესე არს მცნებაჲ მისი, ვითარცა-იგი გესმა დასაბამითგან, რაჲთა მას შინა ხუჳდოდით, რამეთუ მრავალნი მაცთურნი შემოვიდეს სოფლად, რომელი არა აღიარებენ იესუ ქრისტესა, ჴორციელად მოსრულსა. ესე არს მაცთური და ანტიქრისტე (1,6-7).:

თარგმანი: სარწმუნოებისა შჯულთა უცვალებელად უბრძანებს პყრობად, რაჲთა მას შინა წარემატებოდინ საქმითა კეთილითა, და კუალად, პირველისა ებისტოლისაებრ ქრისტეს განკაცებისა მგმობართა მწვალებელთა განაქიქებს და უწოდს მათ მაცთურ და ანტიქრისტე, რაჲთა ყოველნივე წინა-განაკრძალნეს ლტოლვად სივერაგეთაგან მათთა.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ ქრისტე, და მრავალთა აცთუნებდენ. და გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი. იხილეთ და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული“ (24,4-6).:

...: მე ვარ ქრისტე, და მრავალთა აცთუნებდენ“. ესე მაცთურთა მათთჳს მწვალებელთა და ქრისტეს წინააღმდგომთათჳს თქუა, ვითარი იყო სჳმონ მოგჳ, ვითარი იყო აპიონ, ანუ ვიონ, კირინთოს, კარპოკრატი, მანენ, კუვრიკოს და სხუანი მსგავსნი მათნი მრავალნი, რომელთათჳს იტყჳს იოვანე მახარებელი, ვითარმედ: აწცა ანტექრისტენი მრავალნი არიან; და ნეტარი პავლე იტყჳს, ვითარმედ: „რომელთამე კეთილი გონებაჲ განიშორეს და სარწმუნოებასა შეეცოდნეს, რომელნი-იგი არიან იმენეოს და ალექსანდროს, რომელნი-იგი მივსცენ ეშმაკსა, რაჲთა ისწავლნენ არა გმობად“. და კუალად იტყჳს: „ხოლო ბილწთა მათ და ცუდთა ჴმათა განეშორე, რომელ-იგი არიან იმენეოს და ფილიტოს“. (2 ტიმ. 2, 16-17) და რაჲთა არა მრავალთა წარმოვიტყოდი, ამათ ესევითართა მოასწავებს უფალი აწ და განაკრძალებს მათ საცთურისა მისგან მათისა და ყოველთა მათ გინა თუ კერპთმსახურებისა, გინა თუ წვალებისა მეტყუელთა. მერმე განსაცდელთა მათთჳს იერუსალჱმისათა იწყო სიტყუად: „გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლა-თანი. იხილეთ და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული“.

ამათ სიტყუათა მიერ ბრძოლანი იგი ჰრომთანი მოასწავნა, ჰურიათა მიმართ ყოფადნი, და მოწაფენი...

სრულად ნახვა