თარგმანი: რაჲთა უჩუენოს მწვალებელთა, ვითარმედ არა გმობისაებრ მათისა ლიტონი კაცი არს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, არამედ ჭეშმარიტად ღმერთი ჴორცშესხმული, ამისთჳს ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: რომელი უცხო-იქმნეს ქრისტეს მოძღურებისაგან, ყოვლად განშორებულ არს იგი ღმრთისაგან. ხოლო რომელი აღასრულებდეს მცნებათა მისთა, იგი თავადი მის შორის სავანე-ჰყოფს თანა მამით და სულითურთ.
2 იოანე 1:9
8. თავს გაუფრთხილდით, რათა არ დაკარგოთ ის, რისთვისაც იღვწოდით, არამედ მივიღოთ სრული საზღაური.9. ვინც შორდება ქრისტეს მოძღვრებას და არ მკვიდრობს მასში, არა ჰყავს ღმერთი, ხოლო ვინც მკვიდრობს ქრისტეს მოძღვრებაში, მამაცა ჰყავს და ძეც.10. ვინც თქვენთან მოდის, მაგრამ არ მოაქვს ეს მოძღვრება ნურც შინ მიიღებთ და ნურც მოიკითხავთ.
2 იოანე თავი 1