მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 1:16

15. ამაში დარწმუნებული ჯერ თქვენთან ვაპირებდი მოსვლას, რათა მეორედაც მიგეღოთ მადლი;16. თქვენგან კი მაკედონიაში წავსულიყავი, ხოლო მაკედონიიდან კვლავ გწვეოდით, რათა იუდეაში გაგეცილებინეთ.17. ამის მოსურნე ცოტა ხომ არ ავმჩატდი? ან, იქნებ, რასაც ვფიქრობ, ხორციელად ვფიქრობ, რათა ერთდროულად მქონდეს „ჰო-ჰოც“ და „არა-არაც“?
2 კორინთელთა მიმართ თავი 1
16. თქვენგან კი მაკედონიაში წავსულიყავი, ხოლო მაკედონიიდან კვლავ გწვეოდით, რათა იუდეაში გაგეცილებინეთ.
თავი ბ̂. სიყუარულისათჳს მათისა და რიდობისა. რაჲთა არა შეაწუხნეს, დაღათუ ფრიად სარგებელ ეყოფვის შეწუხებაჲ, ვითარცა-იგი მისთჳს, რომელმან ისიძვა, და შეჰრისხნა, რომელსაცა შეუნდობს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და თქუენ მიერ წარსლვაჲ მაკედონიად (1,16).:

თარგმანი: პირველსა მას ებისტოლესა შინა მაშინღა ეთქუა მისლვაჲ მათდა, რაჟამს მაკედონიაჲ განვლოს, ხოლო აწ ეტყჳს პირველად მუნ მისლვასა, და ეგრეთღა მაკედონიად წარსლვასა.

რაჲ არს ესე? ნუუკუე თჳთვე წინა-აღუდგების თავსა თჳსსა? —ნუ იყოფინ! არამედ ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ესოდენ უცონო ვარ მოსლვად თქუენდა, რომელ, დაღაცათუ პირველ მაკედონიას მეთქუა წარსლვაჲ, არამედ მენება, რაჲთა უპირატეს მათსა თქუენდა მოვიდე, გარნა არა მიფლეს საქმეთა შემთხუევამან ქმნად რასმე ნებისაებრ ჩემისა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის