თარგმანი: ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: "არა მაქუს ფლობაჲ ქმნად რასმე თავით თჳსით, არამედ ესრეთ მოვაქცევ, რაჲცა რაჲ მეთქუას, და ესრეთ ვიქმ, ვითარცა ენებოს სულსა წმიდასა", რაჲთა არა თქუან მათ, ვითარმედ: "ნუუკუე სიტყუასა მასცა, რომელი ექადაგა მათდა, უჴმდეს შეცვალებაჲ, ვითარცა თჳნიერ სულისა თქუმულსა", ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: რაჲ-იგი ვთქუ, მისლვისათჳს ვთქუ და არა-მისლვისა, ხოლო სარწმუნოებისათჳს და ქადაგებისა ღმერთსა ვხადი სარწმუნო მყოფელად, ვითარმედ: რაჲ-იგი მიქადაგებიეს თქუენდა, მტკიცე არს და უცვალებელ. და არა არს მას შინა რომლისამე "ჰეობაჲ" და რომლისამე "არაობაჲ", არამედ ყოველივე ჰე არს და მტკიცე მიუკუნისამდე. ხოლო უკჳრდეს თუ ვისმე მოციქულისაჲ, ანუ იტყოდის მისთჳს, ვითარმედ: "ნუუკუე არა სულითა წმიდითა აღეთქუა მისლვაჲ იგი მათდა?" — ესე ნუ იყოფინ, უკუეთუმცა რაჲმე მან თქუა თჳნიერ სულისა წმიდისა, არამედ, რაჲ-იგი მაშინ უბრძანა სულმან თქუმად და აღთქუმად რაჲსათჳსცა უმჯობესისა განგებულებისა, იგი თქუა და აღუთქუა, ხოლო არღარა წინაჲსწარმცნობელ იყო პავლე, უკუეთუ უბრძანებს-ღა აღთქუმისა მის ყოფად ანუ არა. რამეთუ არა მარადის ცნობაჲ, არცა ყოვლისავე...
2 კორინთელთა მიმართ 1:18
17. ამის მოსურნე ცოტა ხომ არ ავმჩატდი? ან, იქნებ, რასაც ვფიქრობ, ხორციელად ვფიქრობ, რათა ერთდროულად მქონდეს „ჰო-ჰოც“ და „არა-არაც“?18. მაგრამ ღმერთია მოწმე, რომ ჩვენი სიტყვა თქვენს მიმართ არ ყოფილა ხან „ჰო“ და ხან „არა“.19. რადგანაც ძე ღვთისა, იესო ქრისტე, რომელსაც თქვენს შორის ვქადაგებდით მე, სილვანუსი და ტიმოთე, არ ყოფილა „ჰოც“ და „არაც“, არამედ მხოლოდ „ჰო“ იყო მასში.
2 კორინთელთა მიმართ თავი 1