მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 1:2

1. პავლე, ღვთის ნებით მოციქული იესო ქრისტესი, და ძმა ტიმოთე - ღვთის ეკლესიას, რომელიც არის კორინთოში, მთელს აქაიაში მყოფ ყველა წმიდასთან ერთად:2. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.3. კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, მამა მოწყალებისა და ღმერთი ყოველგვარი ნუგეშისა,
2 კორინთელთა მიმართ თავი 1
2. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
თავი ა̂. მადლობაჲ შეწევნისათჳს ღმრთისა, რომლისათჳს იტყჳს მოსავ ყოფად, რაჲთა მისსა მიმართ დავდვათ სასოებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა (1,2).:

თარგმანი: ვითარცა ყოველთა ებისტოლეთა, ეგრეთვე აქაცა დაჰრთავს ჩუეულებისაებრსა საბეჭდავსა ლოცვისასა, ესე იგი არს, ვითარმედ: ყოველივე კეთილი არა სასყიდელად საქმეთა, არამედ მადლით ნიჭად მოგუეცემის, და მშჳდობაჲ იგი მის მიერ მომადლებული მტკიცე არს ჩუენდა, მის მიერ, რომელმან-იგი მადლით მიშვილნა ჩუენ ბუნებითისა მის ძისა მისისა და ბუნებით უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიერ, რაჟამს ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი.

ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. სარწმუნოების განმტკიცება ჭირთა შორის:

..., სამი თვე დაყოვნდა საბერძნეთში. სხვაა განგებულების გამო და საკუთარი ნებით დარჩენა, და სხვაა — დაბრკოლებული ყოფნა. იქ ხომ ამბობს, რომ ამ მხარეებში ადგილი აღარ ჰქონდა, და კიდევ: „გერიდებოდე თქუენ და მისთჳს არღარა მოვედ კორინთედ" (); აქ კი ამგვარი არაფერი თქვა, არამედ რა? რომ სატანამ დააბრკოლა. ამბობს: „მე, პავლე, ერთ-გზის და ორ-გზის" ().

იხილე, როგორ ამაყობს და იქადის. რათა ეჩვენებინა, რომ ყველაზე მეტად ისინი უყვარდა. სიტყვები „მე, პავლე" ამას ნიშნავს: სხვები რომც არა, ამბობს. რადგან მათ მხოლოდ სურდათ, მე კი ვცადე კიდეც. „რამეთუ რაჲ-მე არს სასოებაჲ ჩუენი ანუ სიხარული ანუ გჳრგჳნი სიქადულისაჲ?" (). **„ანუ არა-მე თქუენა წინაშე უფლისა იესუ...

სრულად ნახვა