თარგმანი: აქა განუსუენებდ სიტყუასა, სთქუა რაჲ, ვითარმედ: "კურთხეულ არს ღმერთი", და ეგრეთღა თქუ: "და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი"; რაჲთა ისწავო, ვითარმედ ჩუენი ღმერთი არს, ხოლო უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს — მამაჲ. რამეთუ წმიდასა სახარებასა შინა ამითვე გულისჴმის-ყოფითა თჳთ თავადი იტყჳს: "აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო" (), რომლითა გუასწავებს, ვითარმედ მისი ბუნებით მამაჲ არს, ხოლო დაბადებულთაჲ — ბუნებით დამბადებელი.
2 კორინთელთა მიმართ 1:3
2. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.3. კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, მამა მოწყალებისა და ღმერთი ყოველგვარი ნუგეშისა,4. ყოველნაირ გასაჭირში რომ გვანუგეშებს, რათა ჩვენც შეგვეძლოს ვანუგეშოთ ყოველი გაჭირვებული იმ ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 1