მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 1:20

19. რადგანაც ძე ღვთისა, იესო ქრისტე, რომელსაც თქვენს შორის ვქადაგებდით მე, სილვანუსი და ტიმოთე, არ ყოფილა „ჰოც“ და „არაც“, არამედ მხოლოდ „ჰო“ იყო მასში.20. ვინაიდან ღმერთის ყოველი აღთქმა „ჰოა“ მასში და „ამინია“ მასში, ღვთის სადიდებლად ჩვენს მიერ.21. ხოლო ვინც თქვენთან ერთად განგვამტკიცა ქრისტეში და ცხებულნი გვყო, ეს არის ღმერთი,
2 კორინთელთა მიმართ თავი 1
20. ვინაიდან ღმერთის ყოველი აღთქმა „ჰოა“ მასში და „ამინია“ მასში, ღვთის სადიდებლად ჩვენს მიერ.
თავი ბ̂. სიყუარულისათჳს მათისა და რიდობისა. რაჲთა არა შეაწუხნეს, დაღათუ ფრიად სარგებელ ეყოფვის შეწუხებაჲ, ვითარცა-იგი მისთჳს, რომელმან ისიძვა, და შეჰრისხნა, რომელსაცა შეუნდობს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ რავდენნი იგი აღთქუმანი ღმრთისანი არიან (1,20).:

თარგმანი: ესე არს სიმრავლე იგი აღთქუმათა მათ და უფროჲსღა ქადაგებათაჲ, — აღდგომაჲ მკუდართაჲ, კუალად უხრწნელებაჲ და უკუდავებაჲ გუამთაჲ, მადლი შვილებისაჲ, სასოებაჲ ყოფადთა საუკუნეთაჲ.

კორინთელთაჲ ბ ებისტოლე თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რამეთუ რავდენი იგი აღთქუმანი ღმრთისანი არიან, მას შინა "ჰე" იგი არს და ამენი ღმრთისა სადიდებელად ჩუენ მიერ (1,20).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: რავდენიცა არს აღთქუმაჲ ღმრთისაჲ, ყოველსავე მას შინა სიმტკიცე არს და შეურყეველობაჲ, და აღასრულებს მათ ქრისტე ჩუენ მიერ სადიდებელად ღმრთისა. ესე იგი არს, ვითარმედ ჩუენითა ქველისმოქმედებითა და ცხორებითა აღასრულებს აღთქუმათა მათ სადიდებელად ღმრთისა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის