თარგმანი: დიდ არიან პატივნი მოციქულისანი, გესმოდის რაჲ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: "მე თჳთ პავლე" (ესე იგი არს მოციქული და მოძღუარი სოფლისაჲ), რამეთუ დაასრულა რაჲ ერისა მიმართ სიტყუაჲ მოწყალებისათჳს, ამიერ იწყებს სიტყუათა მხილებისათა, ცრუმოციქულთა და მაგინებელთა თჳსთა მიმართ, რამეთუ მოშიშ არს, ნუუკუე მისსა შეურაცხ-ყოფასა თანა შეურაცხ იქმნეს მის მიერ ქადაგებულიცა იგი სახარებაჲ ჭეშმარიტებისაჲ. ამისთჳს იიძულების წარმოთქუმად ღუაწლთაცა და შრომათა თჳსთა, და მათ წილ მონიჭებულსა ძალსა ხედვათასა; და ამას ქუემო-რე; ხოლო აწ უპირატეს უკუე ჰლოცავს კორინთელთა სიმშჳდითა მით და სახიერებითა ქრისტესითა, რაჲთა მათ არწმუნონ მაგინებელთა მისთა დაცხრომად, რაჲთა არა უაღვროებისათჳს პირთა მათთაჲსა იიძულოს მოციქული ჴუმევად მათ ზედა ძალსა მტანჯველობისასა, რომელ აქუნდა ურწმუნოთა მიმართ, ვითარ-იგი უყო ელჳმას მოგუსა.
2 კორინთელთა მიმართ 10:1
1. ხოლო მე, პავლე, თქვენს შორის პირისპირ ყოფნისას - მდაბალი, შორიდან კი - თქვენს მიმართ თამამი, ქრისტეს თვინიერებითა და სიკეთით შეგაგონებთ და გევედრებით:2. ნუ მაიძულებთ, რომ თქვენთან მოსვლისას მივმართო იმ სიმკაცრეს, რითაც ვაპირებ ჭკუა ვასწავლო ზოგიერთ თქვენგანს, ხორციელად მოარულნი რომ ვგონივართ ჩვენ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 10