თარგმანი: ვინაჲთგან დიდება მოძღურისა არს სარწმუნოებასა შინა წარმატებაჲ მოწაფეთაჲ, ამისთჳს მოციქული თჳსსა კანონსა ზედა, ესე იგი არს მისდა ხუედრებულსა მას ზედა წინლსა ქადაგებისასა განდიდნების, ვითარ არა ხოლო თჳსთა მათ სამწყსოთა უნაკლულოდ აღმავსებელ იქმნა ქადაგებითა ქრისტესითა, არამედ მიერ კერძოცა ნამეტნავად განჰფინა იგი, და ესრეთ, არა ხოლო ერთი ადგილი, არამედ ზოგად ყოველი სოფელი წილ და ხუედრ თჳსსა ყო ყოველთა შორის განფენითა მუშაკობისა თჳსისაჲთა.
2 კორინთელთა მიმართ 10:16
15. არც უსაზომოდ ვიქადით და არც სხვისი შრომით, არამედ იმედი გვაქვს, რომ, თქვენი რწმენის ზრდისამებრ, უხვად ვამრავლებთ ჩვენს წილხვედრს თქვენში.16. ასე რომ, თქვენს მიღმაც ვიქადაგებთ სახარებას და არ მოვყვებით ქადილს იმით, რაც გამზადებული დაგვხვდება სხვისი ღვაწლის წყალობით.17. ვინც იქადის, უფლით იქადოდეს.
2 კორინთელთა მიმართ თავი 10