თარგმანი: ეგულებოდა რაჲ წარმოთქუმად ქებათა თჳსთა, ფრიადსა იჴუმევს წინა-განმართვასა, რამეთუ ევლტის სამძიმარ ყოფასა ესევითართა მათ სიტყუათასა. ამისთჳს უგუნურება უწოდს მათ, რომელთა თქუმად აიძულებდა შიში მოწაფეთა სავნებელისაჲ, რომელთა საგონებელ რადმე შეერაცხნეს ცრუმოციქულნი, რომელნი თჳთვე იქებდეს თავთა თჳსთა და შეურაცხ-ჰყოფდეს მოციქულსა ქრისტესსა, რომელი-იგი მარადის დაიმდაბლებდა თავსა თჳსსა.
1. რა იქნება, ცოტათი მაინც რომ იტანდეთ ჩემს უგუნურებას?! მაგრამ ამიტანეთ.2. რადგანაც საღვთო შურით მშურს თქვენთვის, ვინაიდან დაგწინდეთ ერთ კაცზე, რათა უბიწო ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე.
2 კორინთელთა მიმართ თავი 11