მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 10:18

17. ვინც იქადის, უფლით იქადოდეს.18. რადგანაც ღირსეული ის კი არ არის, ვინც თავს იქებს, არამედ ვისაც აქებს უფალი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 10
18. რადგანაც ღირსეული ის კი არ არის, ვინც თავს იქებს, არამედ ვისაც აქებს უფალი.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ არა რომელი იგი თავსა თჳსსა ეწამებოდის, იგი არს გამოცდილ, არამედ რომელსა-იგი უფალი ეწამოს (10,18).:

თარგმანი: თავსა თჳსსა ცრუმოციქულნი ეწამებოდეს, რამეთუ არა აქუნდა უფალი არცა მომავლინებელად, არცა მწამებელად; ხოლო პავლეს და მსგავსთა მისთა უფალი და მეუფე ყოველთაჲ, რომელი-იგი წარმოავლინებდა, იგივე წილთგდებით განუყოფდა მოწაფეთა, რომელთა მიმართ თჳთვე ეწამებოდა გამოცდილებისათჳს, რომელნი-იგი მას თავადსა წარევლინნეს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის