თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ: "თავსცა-იდვათ უგუნურთაჲ გონიერთა მაგათ", და ამით სახითა განადიდა ბრალი მათი, ვითარმედ: "უკუეთუმცა უგუნურნი თავს-იდებდით სიტყუათა წინააღმდგომთასა, შენდობაჲმცა გაქუნდა უმეცრებისათჳს; ხოლო აწ ეგერა, გონიერნი, მეცნიერებით სცოდავთ", რამეთუ ესე არს აწინდელი ესე თავი სიტყჳსაჲ: "რამეთუ თავსცა-იდებთ". რასა თავს-იდებდეს? — არამედ წინამდებარეთა ამათ ჭირთა შემთხუევასა ცრუმოციქულთაგან. რამეთუ ვითარ-იგი პირველ არა სხჳსა ქადაგებისა შემომღებელად, არცა სხჳსა იესუჲს მახარებელად უწოდდა, რაჲთა არა დასაბამსავე სიტყჳსასა დაუმძიმოს მათ მხილებითა, ხოლო უკუანაჲსკნელ განაცხადა ცრუმოციქულ ყოფაჲ მათი, ეგრეთვე, მცირედ-რე ზემო, ამას ზედა იტყოდა მოქადულობასა მათსა, ვითარმედ: არარაჲსა ვისგან ჴუმევასა ზედა მოქადულ არიან; და რაჲთა რასა ზედა იქადიან, იპოვნენ, ვითარცა ჩუენ; რამეთუ ამას ჰყოფდა მცირედ-მცირედ და არა ერთბამად განცხადებისათჳს აუგთა მათთაჲსა. ხოლო აწ ზედამიწევნით განაცხადებს და სიმძიმესა მხილებათასა სიღრმითა სიტყუათაჲთა დაჰფარავს. რამეთუ მათთჳს იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ თქუენ მათგან თავს-იდებთ, რომელნი-იგი არა ხოლო თუ...
2 კორინთელთა მიმართ 11:21
...ოცხადება, პირიქით — ღიად მგმობრელსა და მდევნელს უწოდებდა თავს), ასე რომ, როცა დაინახა, რომ სრული აუცილებლობა მოითხოვდა მატყუარათა პირის დახშობასა და მოწაფეთა გარკვეულ დამშვიდებას, მრავალი სხვას შემდეგ, აი, როგორ იწყებს ლაპარაკს: „რომლითა-იგი ვინმე იკადრებს სიქადულსა, უგუნურებით ვიტყჳ, ვიკადრო მეცა" (). შეხედე, რა ღვთისმოყვარე სულია: არა მხოლოდ თავხედობას, არამედ უგუნურებასაც უწოდებს ამ საქმეს, რითაც გვასწავლის, რომ არასოდეს გამოვაცხადოთ ჩვენი საქმეები აუცილებლობის გარეშე, როცა არავინ გვაიძულებს, თუნდაც ჩვენს შორისაც ვინმე რამე კარგი ჰქონდეს გაკეთებული. „რომლითა-იგი, — ამბობს, — ვინმე იკადრებს სიქადულსა, უგუნურებით ვიტყჳ, ვიკადრო მეცა", ანუ, ვინაიდან სრულ აუცილებლობას ვხედავ, ამიტომ გადავწყვიტე გავბედო და უგუნური საქმე ვქმნა. „ებრაელ თუ არიან? მეცა. ისრაიტელ თუ არიან? მეცა. ნათესავნი თუ აბრაჰამისნი არიან? მეცა" (). ამით, ამბობს, იქადიან ისინი: მაშ, ნუ იფიქრებენ, თითქოს ჩვენ ეს არ გვაქვს; ჩვენც იმავე (უპირატესობებში) ვმონაწილეობთ. შემდეგ კი დაუმატა: „მსახურნი თუ ქრისტესნი არიან? უუგუნურესადრე ვიტყჳ: უფროჲსღა მე" (