თარგმანი: არათუ ყოველნი ებრაელნი ისრაიტელცა იყვნეს, რამეთუ მოაბელნი და ამანელნი ებრაელ იყვნეს, ხოლო ისრაიტელ — არა, რამეთუ არა შესავალ იყო მათდა ტაძარი ღმრთისაჲ. ამისთჳს მოციქულმან ებრაელ სახელ-იდვა ძუელითგანობისათჳს, რამეთუ არა მწირი მოსრულ იყო, შჯულითა ოდენ ისრაიტელ ყოფად, არამედ ებრაელი ისრაიტელ ქმნილ იყო თჳსებითა და შჯულითა. ხოლო ისრაიტელად რაჲ სახელ-იდვა, განწმიდა აზნაურებაჲ თჳსი ბიწისაგან მოაბელთა და ამანელთაჲსა. რამეთუ ისრაიტელ სახელ-ედებოდა იაკობისგანთა მათ ეგჳბტით გამოყვანებულთა ათორმეტთა ტომთა და მოსეს შჯულისა დამორჩილებულთა.
2 კორინთელთა მიმართ 11:23
22. ებრაელები არიან? მეც; ისრაელიტები არიან? მეც; აბრაამის თესლი არიან? მეც;23. ქრისტეს მსახურნი არიან? უგუნურებით ვიტყვი: მე - უმეტესად; შრომით - უმეტესად, გვემით - უმეტესად, დილეგში გდებით უმრავლესად, სიკვდილის მუქარით - უხშირესად.24. იუდეველთაგან ხუთგზის ვიწვნიე ორმოცი დარტყმა, ერთის დაკლებით.
2 კორინთელთა მიმართ თავი 11