მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 11:26

25. სამჯერ გამჯოხეს, ერთხელ ჩამქოლეს, სამჯერ გემი დამემსხვრა, დღე და ღამე უფსკრულში დავყავი.26. ერთავად გზებზე ვიყავი გაკრული, განსაცდელი მდინარეებზე, განსაცდელი ყაჩაღთაგან, განსაცდელი თვისტომთაგან, განსაცდელი წარმართთაგან, განსაცდელი ქალაქში, განსაცდელი უდაბნოში, განსაცდელი ზღვაზე, განსაცდელი ცრუ ძმათა შორის.27. შრომით და რუდუნებით, ხშირი ღამის თევით, შიმშილით და წყურვილით, მრავალგზისი მარხვით, სიცივით და სიშიშვლით.
2 კორინთელთა მიმართ თავი 11
26. ერთავად გზებზე ვიყავი გაკრული, განსაცდელი მდინარეებზე, განსაცდელი ყაჩაღთაგან, განსაცდელი თვისტომთაგან, განსაცდელი წარმართთაგან, განსაცდელი ქალაქში, განსაცდელი უდაბნოში, განსაცდელი ზღვაზე, განსაცდელი ცრუ ძმათა შორის.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: სამგზის კუერთხითა ვიეც, ერთგზის ქვითა განვიტჳნე (11,26).:

თარგმანი: ესე კუალად თჳსაგან სხუაჲ ღუაწლი სამგზის კუერთხითა ცემისაჲ! ხოლო განტჳნვისასა ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: "ერთგზის დამიქოლე". რამეთუ დაქოლვილი მრავალგზის განერების მქოლველთაგან, ხოლო განტჳნული მოკლული არს.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ვაჲ სოფელსა საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი; ხოლო ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდენ საცთურნი“ (18,7).:

...ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი“; და მოციქული ღაღადებს: „ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთანი, ჭირნი ნა-თესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნო-თა ზედა, ჭირნი ზღუათა შინა, ჭირნი ძმათამტყუართაგან“; და მელიტონს შინა ეტყოდა ხუცესთა ეფესოჲსათა, ვითარმედ: „მოვიდენ თქუენდა შემდგომად განსლვისა ჩემისა მგელნი ბოროტნი, რომელნი არა ერიდებოდინ სამწყსოსა; და თქუენგანნი აღდგენ კაცნი, რომელნი იტყოდიან გულარ-ძნილსა“. (საქმე 20, 29-30)

ამას ესევითარსა ყოველსა წინაჲსწარ აუწყებდა უფალი სიტყუათა ამათ მიერ. ხოლო ოდეს გესმეს, თუ: „უნებლიადცა მომავალ არიან საც-თურნი“, ნუ ჰგონებ, თუ დაჴსნასა მოასწავებს თჳთმფლობელობისასა, არცა აზნაურებასა მას განაქარვებს გონებისასა, არცა იძულებით მორ-ჩილებასა ჩუენსა საცთურთა მიმართ გამოაჩინებს. ნუ იყოფინ! არამედ უეჭუელად ყოფადსა მას წინაჲსწარ გუაუწყებს, ვითარმცა იტყოდა, ვი-თარმედ: თჳნიერ ყოვლისა ცილობისა მომავალ არიან საცთურნი; რომელ-იგი ლუკა სხჳთა სიტყჳთა აღწერა: „შეუგვანებელ არსო საცთურისა არამოსლვაჲ“.

ხოლო რომელნი არიან საცთურნი იგი, რომელთა იტყჳს მ...

სრულად ნახვა