მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 11:3

2. რადგანაც საღვთო შურით მშურს თქვენთვის, ვინაიდან დაგწინდეთ ერთ კაცზე, რათა უბიწო ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე.3. მაგრამ ვშიშობ, როგორც გველმა თავისი ზაკვით აცთუნა ევა, ვაითუ თქვენი გონებაც ასევე შეირყვნას და განეშოროს ქრისტესმიერ სიწმიდეს.4. რადგანაც თუ მოვიდა ვინმე, რათა გიქადაგოთ სხვა ქრისტე, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია, ან მიგაღებინოთ სხვა სული, რომელიც არ მიგიღიათ, ან კიდევ - სხვა სახარება, რომელიც არ გხარებიათ, - დიახაც შეიწყნარებთ მას.
2 კორინთელთა მიმართ თავი 11
3. მაგრამ ვშიშობ, როგორც გველმა თავისი ზაკვით აცთუნა ევა, ვაითუ თქვენი გონებაც ასევე შეირყვნას და განეშოროს ქრისტესმიერ სიწმიდეს.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო მეშინის, ნუუკუე ვითარცა-იგი გუელმან აცთუნა ევა ზაკულებითა თჳსითა, ეგრეცა განხრწნნეს გონებანი თქუენნი სიწრფოებისაგან ქრისტეს მიმართ (11,3).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ წარწყმედაჲ თქუენ მარტოთაჲ არს, არამედ შიში ზიარი არს, ნუუკუე ვითარ-იგი ევა აცთუნა გუელმან ზაკულებითა თჳსითა, ეგრეთვე თქუენ სივერაგემან ცრუმოციქულთამან განგდრიკნეს სარწმუნოებისაგან ქრისტეს მიმართისა, არამედ, ვითარ-იგი ევა ვერ იჴსნა პატიჟისაგან მიზეზ-ყოფამან გუელისა სივერაგეთამან, ეგრეთვე თქუენ არა კმა-გეყოს ადგილად სიტყჳს-გებისა სივერაგე იგი მიმდრეკელთა თქუენთაჲ. ხოლო არა ეტყჳს, ვითარმედ: "აწვე განხრწნილ ხართ", არამედ — "ნუუკუე განხრწნნესო", რაჲთა არა განცხადებულად მხილებითა უმეტეს ურცხჳნო ყვნეს იგინი საქმედ მისსა. ხოლო განხრწნაჲ ესე არს, რაჟამს შეიცვალნენ სიწრფოებისაგან ქრისტეს მიმართისა სარწმუნოებისა გულარძნილებად სწავლათა საწარმართოთა გარეშეთა. რამეთუ სარწმუნოებასა ქრისტესსა გამოუძიებელი და უმანკოჲ უჴმს გონებაჲ, ღირსებით შემწყნარებელად თჳსსა. ამას ყოველსა თანა ფრიად გინებულ ჰყოფს ცრუმოციქულთა, რამეთუ დედაბერებრსა ზღაპრობასა მიამსგავსებს სიტყუათა მათთა.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ვ: ვითარმედ კეთილ არს საღმრთოჲ იგი გლოაჲ და ბოროტ არს სიცილი, და ვითარმედ ფრიად მავნებელ არს ხედვაჲ თეატრონთა და სახიობათაჲ:

... გინა თუ მეცნიერებით ვცოდოთ, გინა თუ უგულისჴმოებით და ცთომით, ვითარცა იგივე მოციქული კორინთელთა მიუწერს, ვითარმედ: „მეშინის, ნუუკუე ვითარცა-იგი გუელმან აცთუნა ევა ზაკულებითა თჳსი-თა, ეგრეთვე განრყუნეს გონებანი თქუენნი სიწრფოებისაგან ქრისტეს მიმართ“.

აწ უკუე ვინაჲთგან ამის ყოვლისათჳს სიტყჳს-მიცემაჲ თანანადებ არს ყოველთა კაცთა მიერ, ვითარ შენ უზრუნველად ჰზი და ურიდად იცინი, განსცხრები, იმღერი, ჰლაღობ და მოკიცხართა მსგავს ხარ? და უკუეთუ არა ვიცინოდი და ვლაღობდე, არამედ ვიგლოვდე, რაჲ სარგებელ მეყოსო? - იტყჳს ვინმე დაჴსნილთა და შუებისმოყუარეთაგანი. ამას იკითხავა, საყუარელო, თუ რაჲ სარგებელ არს გლოაჲ?

დიდ არს სარგებელი გლოისაჲ და მიუთხრობელ, რამეთუ სიტყუაჲ სარგებელსა გლოჲსასა გამოჩინებად ვერ მისწუთების. არა არს სასჯელი ღმრთისაჲ მსგავს სასჯელსა კაცთასა; რამეთუ კაცობრივსა სამსჯავრობასა ვინაჲთგან ბრძანებაჲ რისხვისაჲ გამოვიდეს, რავდენცა ცრემლოოდის შეცოდებული იგი, არას ერგების, ხოლო ღმრთისაჲ არა ესრეთ არს, არამედ ვინაჲთგან სცოდო და განარისხო იგი, უკუეთუ კუალად შეინანო, ლმობიერ იქმნა, სულთ-ითქუნე და იგლოვო, დაჰჴსნი რისხვასა მას და დაატკბობ ღმერთსა შენ ზედა და შეგენდობვის საქმე იგი,...

სრულად ნახვა