თარგმანი: არასადა სასწაულთათჳს იქადის, რომელნი-იგი ღმრთისა მიერ იქმნებოდეს მისგან, ხოლო უძლურებათათჳს, რომელ არიან დევნულებანი და განსაცდელნი, შიმშილნი და დანთქმანი, რომელნი-ესე უძლურებასა ჴორცთასა ალმობენ, ამისთჳს სამართლად იქადის. გინათუ უძლურებად უწოდს, ვითარ სხუათა უძლურებისა და დაბრკოლებისათჳს ელმოდა მას, რამეთუ ესე არს ხატი სამოციქულოჲ — ურიცხუებაჲ მოწაფეთათჳს მზრუნველობისაჲ, რომლითა იქმნების განფენაჲ ქადაგებისაჲ.
2 კორინთელთა მიმართ 11:30
29. ვინ უნდა დაუძლურდეს, რომ მასთან ერთად არ დავუძლურდე? ვინ უნდა დაეცეს, რომ ცეცხლი არ შემომენთოს?30. თუ საჭიროა სიქადული, შემიძლია ჩემი უძლურებით დავიქადო.31. ღმერთმა და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამამ, რომელიც კურთხეულია უკუნითი უკუნისამდე, იცის, რომ არ ვცრუობ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 11