მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 13:5

4. რადგანაც თუ უძლურებით ეცვა ჯვარს, ცოცხალია ღვთის ძალით; და ჩვენც უძლურნი ვართ მასში, მაგრამ ღვთის ძალით მასთან ერთად ვიცოცხლებთ თქვენთვის.5. მაშ, გამოსცადეთ თქვენი თავი, მკვიდრობთ თუ არა რწმენაში; შეამოწმეთ თქვენივე თავი; ნუთუ არ იცით, რომ თქვენშია იესო ქრისტე? თუ არა და, გამოცდისთვის ვერ გაგიძლიათ.6. მაგრამ იმედი მაქვს, ის მაინც იცით, რომ ჩვენ არა ვართ გამოუცდელნი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 13
5. მაშ, გამოსცადეთ თქვენი თავი, მკვიდრობთ თუ არა რწმენაში; შეამოწმეთ თქვენივე თავი; ნუთუ არ იცით, რომ თქვენშია იესო ქრისტე? თუ არა და, გამოცდისთვის ვერ გაგიძლიათ.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: თავნი თჳსნი გამოიცადენით, უკუეთუ ხართ სარწმუნოებასა შინა. თავნი თჳსნი განიკითხენით. ანუ არა უწყნითა თავნი თჳსნი, რამეთუ იესუ ქრისტე თქუენ შორის არს? გარნა თუ გამოუცდელ რაჲმე ხართ (13,5).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: რაჲსა გეტყჳ და დაგიმტკიცებ ჩემ მოძღურისათჳს, ვითარმედ ქრისტე ჩემ შორის არს, და მის მიერ ვიტყჳ და ვიქმ ყოველსავე, არამედ თჳთ თქუენ შორისცა, მოწაფეთა ჩემთა, გიჩუენო ესე, ვითარმედ ქრისტე თქუენ შორის არს, უკუეთუ ოდენ გაქუს სარწმუნოებაჲ და არა ყოვლად უმეცარ ხართ თავთა თქუენთა, გამოუცდელობითა გონებისაჲთა. სარწმუნოებად უკუე აქა მას უწოდს, რომლისათჳს მოციქულნი ეტყოდეს უფალსა: "შემძინე ჩუენ სარწმუნოებაჲ" (), ცხად არს, ვითარმედ — სასწაულთა მოქმედებისაჲ, რომლისათჳს-იგი თავადი ეტყჳს, ვითარმედ: "გაქუნდეს თუ სარწმუნოებაჲ ჰრქუათ მთასა" () და შემდგომი. ხოლო ამას სარწმუნოებასა შესძენს მოქმედებაჲ კეთილთა საქმეთაჲ, რომელთა არა-ქონებასა აწ გამოუცდელობა უწოდს მოციქული, რამეთუ გამოცდილება არს სარწმუნოებასა თანა მოქმედებაჲ კეთილთა საქმეთაჲ. ვინაჲთგან, შეუდგეს რაჲ დასაბამსა შჯულთა მართლმორწმუნეობისასა, გამოცდილებაჲ კეთილთა საქმეთა მოქმედებისაჲ მიანიჭებს მუშაკსა თჳსსა სარწმუნოებასა მასცა სასწაულთა მოქმედებისასა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის