თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: გიჴმდა, რაჲთამცა ნიშთა და სასწაულთაგან, რომელ ექმნენ თქუენ შორის, გეცნა არა-გამოუცდელობაჲ ჩემი, და ვითარმედ ქრისტე ჩემ შორის არს. ხოლო აწ ვესავ, ვითარმედ ძალისაგან მტანჯველობისა მიცნათ, ვითარმედ არა ვარ გამოუცდელ.
2 კორინთელთა მიმართ 13:6
5. მაშ, გამოსცადეთ თქვენი თავი, მკვიდრობთ თუ არა რწმენაში; შეამოწმეთ თქვენივე თავი; ნუთუ არ იცით, რომ თქვენშია იესო ქრისტე? თუ არა და, გამოცდისთვის ვერ გაგიძლიათ.6. მაგრამ იმედი მაქვს, ის მაინც იცით, რომ ჩვენ არა ვართ გამოუცდელნი.7. ღმერთს ვევედრები, რომ არ ჩაიდინოთ რამე ბოროტი, იმიტომ კი არა, რომ ჩვენი გამოცდილება გიჩვენოთ, არამედ იმიტომ, რომ სიკეთეს მისდევდეთ, ჩვენ კი თუნდაც გამოუცდელნი ვიყოთ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 13