მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 13:7

6. მაგრამ იმედი მაქვს, ის მაინც იცით, რომ ჩვენ არა ვართ გამოუცდელნი.7. ღმერთს ვევედრები, რომ არ ჩაიდინოთ რამე ბოროტი, იმიტომ კი არა, რომ ჩვენი გამოცდილება გიჩვენოთ, არამედ იმიტომ, რომ სიკეთეს მისდევდეთ, ჩვენ კი თუნდაც გამოუცდელნი ვიყოთ.8. ჩვენ არაფერი შეგვიძლია ჭეშმარიტების წინააღმდეგ; თუ რამ შეგვიძლია, ჭეშმარიტებისათვის შეგვიძლია მხოლოდ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 13
7. ღმერთს ვევედრები, რომ არ ჩაიდინოთ რამე ბოროტი, იმიტომ კი არა, რომ ჩვენი გამოცდილება გიჩვენოთ, არამედ იმიტომ, რომ სიკეთეს მისდევდეთ, ჩვენ კი თუნდაც გამოუცდელნი ვიყოთ.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ვილოცავ ღმრთისა მიმართ, რაჲთა არარაჲ ბოროტი გიყოს თქუენ, რაჲთა არა ჩუენ გამოცდილად გამოვჩნდეთ, არამედ რაჲთა თქუენ კეთილი ჰქმნეთ. ხოლო ჩუენ ვითარცა გამოუცდელნი ვიყვნეთ (13,7).:

თარგმანი: იხილე ცნობაჲ ყოვლად ბრძნისაჲ მის. იკიცხებოდა, იყუედრებოდა და შეურაცხ იქმნებოდა, ვითარცა წიგნებითა მძიმე, ხოლო პირისპირ — მდაბალი. და ესე მათგან, რომელნი აიძულებდეს მას გარე-მიქცევითა სიმშჳდისაჲთა ჩუენებად მათ ზედა ძალსა მტანჯველობისასა. ხოლო იგი არა ხოლო სიმდაბლით თავს-იდებს, არამედ ილოცავს-ცა ღმრთისა მიმართ, რაჲთა არარაჲ ბოროტი უყოს მეძიებელთა ამის გამოცდილებისათა; და უმჯობეს უჩნს, რაჲთა მას დაესაჯოს მათგან გამოუცდელობაჲ, ოდენ ხოლო იგინი მოიქცენ სინანულად, და ესრეთ კეთილი ეყოს, განრომითა პატიჟთა შემთხუევისაჲთა. ხოლო კეთილად იტყჳს: "ვითარცა გამოუცდელნი", რამეთუ არა ჭეშმარიტებით მას უწოდიან გამოუცდელ, რომელი სულგრძელებდეს და არა მყის მიჰჴდიდეს პატიჟსა ცთომისასა, სასოებითა მოქცევისაჲთა, რომელი-ესე არს ჭეშმარიტად გამოცდილ; არამედ მას უწოდიან და არს-ცა გამოუცდელ, რომელი პირველ მხილებისა და სწავლისა სიფიცხით სტანჯვიდეს შეცოდებულთა. ამისთჳს სხჳსა სხუებრ სახელის-დებასა მათისაებრ სიტყჳსა უწოდს ვითარცა გამოუცდელ, მას, რომელი-იგი ჭეშმარიტად გამოცდილ არს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის