თარგმანი: იხილე, ვითარ იგინი პირველად დააწესნა სიტყუასა ამას შინა, და ეგრეთღა შემდგომად თავი თჳსი, და ამით სახითა პატივსა უყოფს; ხოლო კუალად, რაჲთა არა ჰგონონ, ვითარმედ მხოლოდ იგინი ოდენ არიან უფალ მიტევებისა და არა-მიტევებისა, ამისთჳს თავსაცა თჳსსა ზედა დაჰრთავს, ვითარმედ: მადლი ესე, რომელსა ვითხოვ თქუენგან, ზოგად მისამადლებელი არს ჩემგან და თქუენგან; რამეთუ მეცა ამისთჳსვე მიმიმადლებიეს, ვინაჲთგან უწყი, ვითარმედ დაჴსნაჲ იგი მწუხარებისა მისისაჲ მხიარულება თქუენდა არს. და კუალად, ყოველივე ესე არა კაცობრივ, არცა საჩუენებელად კაცთა იქმნების, არამედ საღმრთოდ და წინაშე პირსა ქრისტესსა, რომლისათჳს უმეტესი კრძალვაჲ უჴმს საქმეთა ჩუენთა, რომელნი განცხადებად არიან მის წინაშე, და გჳჴმს, რაჲთა ყოველივე სადიდებელად მისსა იქმნებოდის. ვინაჲცა, უმეტეს ყოვლისა საქმისასა, კაცთმოყუარებაჲ უფროჲს სადიდებელ არს მისსა, რაჟამს კაცთმოყუარე ვიყვნეთ მოწაფენი მის კაცთმოყუარისანი. რამეთუ უკუეთუ ყოვლისაჲვე სადიდებელად ღმრთისა ჯერ-არს ქმნაჲ, ვითარ არა შეუნდოთ შეცოდებულთა და კაცთმოყუარე ვექმნნეთ ძმათა, სადიდებელად სახელისა მისისა, რომელმან ესევითარი შჯულის-დებაჲ...
2 კორინთელთა მიმართ 2:10
9. მეც სწორედ ამიტომ მოგწერეთ, რომ გამომეცადეთ, რამდენად მორჩილნი ხართ ყველაფერში.10. ხოლო ვისაც რას მიუტევებთ, ასევე მეც; რადგან ვისაც რა მივუტევე, თქვენი გულისთვის მივუტევე ქრისტეს წინაშე.11. რათა არ ვიძლიოთ სატანის მიერ, ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია მისი ზრახვანი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 2