📋 სარჩევი
პავლესი: უკუეთუ ვინმე შემაწუხა, არა მე შემაწუხა, არამედ ზოგს-რაჲმე (2,5).
თარგმანი: იტყჳს, ვითარმედ: ვიცი, რამეთუ ჩემ თანა თქუენცა განჰრისხენით სიძვასა მას ზედა და არა მე ოდენ მევწუხენ, არამედ ზოგად შევწუხენით მას ზედა მეცა და თქუენცა.
პავლესი: კმა არს შერისხვაჲ ეგევითარსა მას, ნუ უმეტესითა მწუხარებითა დაინთქას (2,6-7).
თარგმანი: ეშინოდა მოციქულსა, ნუ-უკუე რაჲ. იგი ქმნა იუდა, ქმნას მანცა, და ამისთჳს უბრძანებს, რაჲთა ნუგეშინის-სცენ და შეიწყნარონ.
პავლესი: მიმიმადლებიეს თქუენ ძლით წინაშე პირსა ქრისტესსა (2,10).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ თქუენთჳსცა შეუნდევ, და რაჲთა არავინ თქუას თუ — "კაცთათჳს შეუნდოა?" — ამისთჳს შესძინა, ვითრმედ: "წინაშე პირსა ქრისტესსა". ესე იგი არს, ვითარმედ ქრისტესიცა ნება იყო ამას შინა და მან მიბრძანა.
პავლესი: რამეთუ არა გონებასა მისსა უმეცარ ვართ (2,11).
თარგმანი: იგი არს, ვითარმედ ყოველნი მზაკუარებანი და ღონენი მისნი ვიცნით.
პავლესი: კარი განმეღო (2,12).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ჟამი ქადაგებისაჲ ვპოე.
პავლესი: წინაშე ღმრთისა ქრისტეს მიერ ვიტყჳთ (2,17).
თარგმანი: არა ჩუენითა სიბრძნითა ვიტყჳთ, არამედ წინაშე ღმრთისა ვწამებთ.. ვითარმედ: რაჲ ქრისტეს უსწავებიეს ჩუენდა, მას ვიტყჳთ.