თარგმანი: ესრეთ აჩუენებს უმძიმესობასა ძმისა ვერ პოვნისასა, უფროჲს შემთხუევისა განსაცდელთაჲსა, ხოლო იხილე, ვითარ ორსავე ურთიერთას შეზავებს; არცა მწუხარებისათჳს ჰყოფს დახრწევასა ქადაგებისასა, არცა კუალად წარმართებასა შინა სახარებისასა და განღებასა კარისასა და განმრავლებასა მოწაფეთასა დაივიწყებს ძმად სახელ-დებულსა მას მოწაფესა ტიტეს, რომლისა ქებაჲ მრავალ არს მოციქულისა მიერ ებისტოლეთა შინა თჳსთა.
2 კორინთელთა მიმართ 2:13
12. ხოლო მე, ტროას ჩასულმა ქრისტეს სახარებლად, - თუმცა კი გამეღო კარი უფლის მიერ, -13. ვერ მოვუპოვე ლხინება ჩემს სულს, რადგანაც ვერ შევხვდი იქ ჩემს ძმას ტიტეს; ამიტომაც დავემშვიდობე მათ და მაკედონიისკენ გავწიე.14. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის გვანიჭებს ძლევას ქრისტეს მიერ და ჩვენი მეოხებით ავრცელებს ყველგან თავისი შემეცნების სურნელს;
2 კორინთელთა მიმართ თავი 2