თარგმანი: რაჲთა არა ჰგონონ მათ, ვითარმედ ტკივნეულ არს შემთხუევასა ზედა ჭირთა და მწუხარებათასა ყოველსა ადგილსა წარმოთქუმითა მათითა; ამისთჳს მადლობასა შესწირავს ღმრთისა, რომელი-იგი ესრეთ განაცხადებდა მას, რამეთუ შემთხუევაჲ იგი ძჳრთაჲ ბრძოლაჲ იყო ეშმაკისაჲ, ხოლო ძჳრთა შინა უძლეველად დაცვაჲ მოციქულისაჲ — ძლევა წინააღმდგომისა; რამეთუ რომელსაცა უმეტესთა განსაცდელთა სიმჴნით თავს-დებაჲ მიემადლოს, იგიცა უმეტესად სძლევს ეშმაკსა, ხოლო სძლევს არა თავით თჳსით, არამედ ქრისტეს მიერ, გინათუ, მოციქულისაებრ, ქადაგებასა შინა ქრისტესსა უმეტეს განცხადნების უშიშად ქადაგებითა.
13. ვერ მოვუპოვე ლხინება ჩემს სულს, რადგანაც ვერ შევხვდი იქ ჩემს ძმას ტიტეს; ამიტომაც დავემშვიდობე მათ და მაკედონიისკენ გავწიე.14. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის გვანიჭებს ძლევას ქრისტეს მიერ და ჩვენი მეოხებით ავრცელებს ყველგან თავისი შემეცნების სურნელს;15. რადგანაც ქრისტეს სურნელი ვართ ღვთის წინაშე, როგორც ხსნის, ისე დაღუპვის გზაზე დამდგართათვის.
2 კორინთელთა მიმართ თავი 2