მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 2:4

3. სწორედ ეს მოგწერეთ, რათა ჩემი მოსვლისას აღარა მქონდეს წუხილი მათგან, ვის მიერაც უნდა მეხარა; რადგანაც ყველას გიცნობთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სიხარული ყოველი თქვენგანის სიხარულია.4. ვინაიდან ესოდენ დიდი მწუხარებით, გულისტკივილითა და ცრემლების ფრქვევით იმიტომ კი არ გწერდით, რომ დამემწუხრებინეთ, არამედ იმიტომ, რომ გეგრძნოთ, რა უსაზღვროა ჩემი სიყვარული თქვენდამი.5. ხოლო თუ ვინმემ დამამწუხრა, მე კი არ დამამწუხრა, არამედ, რომ არ გადავაჭარბო, ნაწილობრივ ყველა თქვენგანიც.
2 კორინთელთა მიმართ თავი 2
4. ვინაიდან ესოდენ დიდი მწუხარებით, გულისტკივილითა და ცრემლების ფრქვევით იმიტომ კი არ გწერდით, რომ დამემწუხრებინეთ, არამედ იმიტომ, რომ გეგრძნოთ, რა უსაზღვროა ჩემი სიყვარული თქვენდამი.
თავი ბ̂. სიყუარულისათჳს მათისა და რიდობისა. რაჲთა არა შეაწუხნეს, დაღათუ ფრიად სარგებელ ეყოფვის შეწუხებაჲ, ვითარცა-იგი მისთჳს, რომელმან ისიძვა, და შეჰრისხნა, რომელსაცა შეუნდობს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მრავლისაგან მწუხარებისა და შეურვებულისა გულისა მივწერე თქუენდა მრავლითა ცრემლითა (2,4).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: სიტყუანიცა ესე მხილებისა და კურნებისა თქუენისანი არა უტკივარად, არცა ულმობელად აღმოვლენ ჩემგან, არამედ ლმობითა გულისაჲთა და დათხევითა ცრემლთაჲთა, რამეთუ მელმის, ვითარ წყლულებათა უკურნებელობისათჳს მიჴმს მახჳლი სიტყუათა მკუეთელობისაჲ კუმევად თქუენ ზედა.

ჰომილია 4
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. სიყვარულის ძალა და სულის სიწმიდე:

...დიდი სიყვარულის გამო ეშინოდა, რომ რაიმე ხრწნილება არ შემოპარულიყო. და კვლავ: „რამეთუ მრავლისაგან მწუხარებისა და შეურვებულისა გულისა მივწერე თქუენდა მრავლითა ცრემლითა, არა რაჲთა შესწუხნეთ, არამედ რაჲთა სცნათ სიყუარული იგი გარდარეული, რომელ მაქუს თქუენდა მიმართ." () ხოლო იოსები, მითხარი, ის მტკიცე კაცი, რომელმაც ასეთ ძალმომრეობას წინ აღუდგა, ასეთი ვნების ცეცხლის წინაშე ასე კეთილშობილად გამოჩნდა და ქალბატონის ესოდენი სიბორგილე ასე დაამარცხა და მიწასთან გაასწორა? მაშინ რა აღარ ხიბლავდა? მშვენიერი სახე, პატივის ამპარტავნება, სამოსელთა ფუფუნება, ნელსაცხებელთა კეთილსურნელება, რადგან ამათაც იციან სულის დარბილება, და სიტყვები, ყოველივეზე რბილი?

5. იოსების ცრემლები და მტერთა მიტევება

რამეთუ იცით, რომ შეყვარებული ქალი, თანაც ასე მძაფრად, არ მოერიდება არც ერთი მდაბალი სიტყვის თქმას, როცა მავედრებლის სახეს მიიღებს. ასე გატყდა ოქროთი შემოსილი ქალი, რომელიც სამეფო ღირსებაშიც იყო, რომ შესაძლოა ტყვე ყმაწვილის მუხლ...

სრულად ნახვა