მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 2:8

7. ასე რომ, პირიქით, გმართებთ უმალ მიუტევოთ და ანუგეშოთ, რათა მეტისმეტ მწუხარებას არ მიეცეს.8. ამიტომაც შეგაგონებთ, თქვენი სიყვარული დაუდასტუროთ.9. მეც სწორედ ამიტომ მოგწერეთ, რომ გამომეცადეთ, რამდენად მორჩილნი ხართ ყველაფერში.
2 კორინთელთა მიმართ თავი 2
8. ამიტომაც შეგაგონებთ, თქვენი სიყვარული დაუდასტუროთ.
თავი ბ̂. სიყუარულისათჳს მათისა და რიდობისა. რაჲთა არა შეაწუხნეს, დაღათუ ფრიად სარგებელ ეყოფვის შეწუხებაჲ, ვითარცა-იგი მისთჳს, რომელმან ისიძვა, და შეჰრისხნა, რომელსაცა შეუნდობს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს გლოცავ თქუენ (2,8).:

თარგმანი: არღარა ვითარცა მოძღუარი გიბრძანებ მოწაფეთა, არამედ ვითარცა ჩემ თანავე მსაჯულთა გევედრები მიტევებად ბრალისა.

თესალონიკელთა მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ძმური შეგონება და ეკლესიური მშვიდობა:

...1 კორ 5:1), და ჭრილობის მიმართ უგრძნობლად იყო (რადგან ეს არის უკუღმართობის უკიდურესობა). აი, სწორედ ასეთი ისე მოიდრიკა და დამცირდა, რომ პავლემ თქვა: „კმა-არს ეგევითარისა მის შერისხვაჲ ესე მრავალთაჲ“ (); „განამტკიცეთ მის ზედა სიყუარული.“ (). რადგან მაშინ ის ისე იყო, როგორც დანარჩენი სხეულისგან მოწყვეტილი ასო.

4. სიყვარულის გაცივება და ცხოვრების მოძღვრება

ხოლო ამის მაშინდელი საშიშროების მიზეზი ის გახლდათ, რომ მათთან ყოფნაც დიდ სიკეთედ მიაჩნდათ. როგორც ერთ სახლში მცხოვრებნი, ერთი მამის ქვეშ მყოფნი და ერთი ტრაპეზის მოზიარენი, ასე ცხოვრობდნენ მაშინ თითოეულ ეკლესიაში. მაშ, ასეთი სიყვარულიდან გამოვარდნა რაოდენი ბოროტება იყო? ახლა კი ერთმანეთთან ყოფნაც აღარ გვეჩვენება დიდ რამედ, რადგან როცა ერთად ვართ, ამას დიდად აღარ ვაფასებთ. რაც მაშინ სასჯელად ითვლებოდა, ის ახლა, სიყვარულის დიდი გაცივების გამო, სასჯელის გარეშეც ხდება: ერთმანეთისგან უმიზეზოდ და...

სრულად ნახვა