მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 3:13

12. ამიტომ ასეთი სასოების მქონენი უფრო თამამად ვმოქმედებთ,13. და არა როგორც მოსე, რიდე რომ ჩამოიფარა სახეზე, რათა ისრაელის ძეთ არ ეხილათ დასასრული წარმავალისა.14. მაგრამ დაჩლუნგდა მათი გონება, რადგანაც იგივე რიდე, ძველი აღთქმის კითხვისას, დღემდე ჩამოუხსნელი რჩება, ვინაიდან მხოლოდ ქრისტეში იხსნება იგი.
2 კორინთელთა მიმართ თავი 3
13. და არა როგორც მოსე, რიდე რომ ჩამოიფარა სახეზე, რათა ისრაელის ძეთ არ ეხილათ დასასრული წარმავალისა.
თავი დ̂. სულიერისა მის მსახურებისა მისისათჳს სულისა მიერ და დიდებისა, უმაღლესისა უფროჲს შჯულისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და არა ვითარ-იგი მოსე საფარველი დაიბურის პირსა თჳსსა, რაჲთა არა ხედვიდენ ძენი ისრაჱლისანი დასასრულსა მას განქარვებისასა (3,13).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან დიდებულებაჲ ესე და ბრწყინვალებაჲ ახლისაჲ ამის არა მომწყლველი არს სახედველთაჲ, ვითარ-იგი მოსეს პირისა ხილვაჲ ისრაიტელთაჲ, არცა რას ავნებს თუალთა ჴორციელთა ანუ გონებისათა, რამეთუ რაოდენ ქადაგებაჲ ესე უმაღლეს არს ძუელისა მის, ეგოდენ მოწაფენი და მსმენელნი ამის ქადაგებისანი უაღრეს არიან მსმენელთა მათ და მოწაფეთა ძუელისა მის შჯულისათა. ხოლო შენ დასასრული რაჲ განქარვებისაჲ გესმეს, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ წუთ-ჟამობასა იტყჳს ძუელისა მის შჯულისასა, რომლისაჲ-იგი სიმრავლე წელთაჲ დაუსრულებელობასა თანა ახლისა ამის მადლისასა დაწყებასავე თანა მყის დასასრულად განქარვებისა იწოდების.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო უმრავლესი იგი ერი დაუფენდა სამოსელსა მათსა გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოებსა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა. და ერი იგი, რომელი წინაუვიდოდა და რომელი უკუანა შეუდგა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მა-ღალთა შინა!“ (21,8-9).:

...: „ვითარცა-იგი მოსე საფარველი დაიბურის პირსა თჳსსა, რაჲთა არა ხედვიდენ ძენი ისრაჱლისანი; რამეთუ დაბრმეს გონებანი მათნი, და ვიდრე დღენდელად დღედმდე, რაჟამს აღმოიკითხვოდის მოსე, იგივე საბურველი საკითხავსა მას ძუელისა შჯულისასა გულსა მათსა ძეს. ხოლო რაჟამს მოიქცეს უფლისა, მოეძარცუვის საბურველი იგი“, რომელიცა მაშინ უმრავლესმან მან ერმან მოიძარცუა გულთაგან მათთა და დაუფინნეს სულნი თჳსნი სლვად უფლისა მათ ზედა.

აწ უკუე სამოსელნი იგი ერისანი მოასწავებდეს ისრაჱლისაგან უფლისა მოქცეულთა, რომელთა მოიძარცუეს საბურველი იგი უმეცრებისაჲ და იხილეს ნათელი ღმრთისმეცნიერებისაჲ. ამისთჳსცა ძლევისა გალობასა უღაღადებდეს მძლესა მას სიკუდილისასა და რტოებითა ფინიკთაჲთა მიეგებვოდეს, ანუ თუ ზეთისხილთაჲთა, რამეთუ წესი იყო, მოვიდოდიან რაჲ ძლევისაგან, ესევითარითა სახითა მიგებებად.

და ნანდჳლვე იგი იყო ჭეშმარიტად მძლე სიკუდილისაჲ, რამეთუ მა-შინ ახლად შუანი სიკუდილისანი შეემუსრნეს და ლაზარესდა საფლავით ეწოდა, ვითარცა იოვანე ღმრთისმეტყუელი გუასწავებს, და შევიდოდა იერუსალჱმდ ვნებად ჩუენთჳს, რაჲთა ჯუარ-ცუმითა თჳსითა ვნებანი ჩუენნი განაქარვნეს. და იხილე, ვითარ საქმე ესე დაურჩომელად წინაჲსწარმეტყუელთა პირველვე ქადაგეს, ზაქარია და დავით; იგი იტყოდა: „არქუთ ა...

სრულად ნახვა