მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 3:17

16. მაგრამ როცა უფლის მიმართ მიიქცევიან, ჩამოეხსნებათ საბურველი.17. უფალი სულია, ხოლო სადაც უფლის სულია, იქვეა თავისუფლება.18. ჩვენ კი, დაუბურავი სახით რომ ვჭვრეტთ უფლის დიდებას, როგორც სარკეში, იმავე სახედ გარდავისახებით დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისგან.
2 კორინთელთა მიმართ თავი 3
17. უფალი სულია, ხოლო სადაც უფლის სულია, იქვეა თავისუფლება.
თავი დ̂. სულიერისა მის მსახურებისა მისისათჳს სულისა მიერ და დიდებისა, უმაღლესისა უფროჲს შჯულისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო უფალი სულ არს (3,17).:

თარგმანი: რაჲთა არავის უგუნურთა მსმენელთაგანსა საგონებელ უჩნდეს, ვითარმედ: ვინაჲთგან მოსე უფლისა მიმართ მოგუაქცევდა, ხოლო პავლე — სულისა, ნუუკუე და ესე უდარეს მისსა არს? — ამას იჭუსა განაქარვებს და ეტყჳს, ვითარმედ: ნუ გეშინინ უდარესობისათჳს მისისა, რომელსა მოუჴდები და რომლისა მიერ ნათლისღებასა მიემთხუევი; უფროჲსღა ნათლისღებისა მიერ საკუთარ მისსა და მიმღებელ იქმნები, ესე იგი არს სული წმიდაჲ, რომელი უფალ არს და თანაარს მამისა და ძისა, თანამოსაყდრე და მათ თანა თაყუანის-საცემელ, უფროჲსღა ერთ, თაყუანისცემითა და მეუფებითა.

სააღდგომო ეპისტოლე 2012 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

...ბსა და სნეულებზე ზრუნვა ღვთის მცნების აღსრულება და ერთ-ერთი მთავარი სათნოებაა.

ხშირად უთქვამთ: ხომ შეეძლო უფალს, ადამიანები სიკეთისაკენ ისე მიემართა, რომ ისინი ცოდვით არ დაცემულიყვნენ და ამდენი განსაცდელიც აღარ გადაეტანათ?

ღმერთი სულია, - წერს პავლე მოციქული, - და სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა.“ ().

ადამიანის სიდიადე სწორედ იმაშია, რომ იგი თავისუფლებისთვისაა დაბადებული და მინიჭებული აქვს არჩევანის შესაძლებლობა კეთილსა და ბოროტს, სიწმიდესა და ცოდვას, სიკვდილსა და მარადიულობას შორის.

თავისუფლების მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამა თუ იმ პიროვნებამ თავისი სურვილით, გაცნობიერებულად, სიყვარულით დაუმორჩილოს თავისი ნება ღვთის ნებას, რათა მოხდეს ძალდაუტანებელი შეერთება და სრული დაქვემდებარება მისდამი, რისი შედეგიც არის შემოქმედთან მსგავსების მიღწევა, ანუ მადლისმიერი განღმრთობა.

რომელი მიწიერი კეთილდღეობა შეიძლება შეედაროს იმას, რასაც უფალი თავის მორწმუნეთ უმზადებს?!

„საერთოდ, ყველა ადამიანის სული ბუნებით ქრისტიანია“ - წერს II-III-საუკუნეების ცნობილი მწერალი ტერტულიანე.

ასე რომ, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია გახდეს მორწმუნე და ჭეშმარიტი ღვთის მადიდებელი, თუკი, რა თქმა უნდა, ადამიანი არ გაიუკუღმართებს ბუნებას და თავისი პიროვნ...

სრულად ნახვა