თარგმანი: ვინაჲთგან ფრიად უმაღლესობასა თანა ახლისასა უფროჲს ძუელისა მის, უეჭუელი უმაღლესობაჲ მიეცემოდა ქადაგთა ამისთა უფროჲს მოსესსა, ამისთჳს ყოველსავე ღმერთსა მიაჩემებს, ვითარმედ: ვითარ-იგი თჳთ უმაღლესობაჲ ესე ახლისა ამის შჯულისაჲ, ეგრეთვე უდიდებულესობაჲცა ქადაგთა მისთაჲ ღმრთისა მიერვე არს, და არა ხოლო სხუასა რასმე, არამედ ვერცაღა უმაღლესობასა ამისსა შემძლებელ ვართ ცნობად, არა თუ ღმერთმან ქრისტეს მიერ მასწაოს ჩუენ, მამამან ძისა მიერ, რომელი-იგი არს შუვამდგომელი ღმრთისა და კაცთაჲ და მომცემელი გულისჴმის-ყოფისა სიტყჳსა და ძალისაჲ ქადაგთა მათ ჭეშმარიტებისათა, რაჲთა კმა იყვნენ ღირსებით მითხრობად სახარებასა მისსა.
2 კორინთელთა მიმართ 3:4
3. თქვენ ცხადყოფთ, რომ ქრისტეს წერილი ხართ, ჩვენი მეშვეობით შეთხზული და მელნით კი არა, ცოცხალი ღვთის სულით დაწერილი, არა ქვის ფილაზე, არამედ ხორციელი გულის ფიცარზე.4. ასეთი ნდობა გვაქვს ქრისტეს მიერ ღვთის მიმართ.5. იმიტომ კი არა, ვითომ შეგვეძლოს ჩვენით ვიაზრებდეთ რამეს, თითქოს ღვთისაგან კი არა, ჩვენგანვე გვქონდეს ამის უნარი;
2 კორინთელთა მიმართ თავი 3