2.ჩვენი წერილი თქვენა ხართ, ჩვენს გულებში ჩაწერილი, ყოველი კაცისთვის გასაგები და მათ მიერვე წაკითხული.3.თქვენ ცხადყოფთ, რომ ქრისტეს წერილი ხართ, ჩვენი მეშვეობით შეთხზული და მელნით კი არა, ცოცხალი ღვთის სულით დაწერილი, არა ქვის ფილაზე, არამედ ხორციელი გულის ფიცარზე.4.ასეთი ნდობა გვაქვს ქრისტეს მიერ ღვთის მიმართ.
3.თქვენ ცხადყოფთ, რომ ქრისტეს წერილი ხართ, ჩვენი მეშვეობით შეთხზული და მელნით კი არა, ცოცხალი ღვთის სულით დაწერილი, არა ქვის ფილაზე, არამედ ხორციელი გულის ფიცარზე.
...(შდრ. იერ. 31,31-34); და მოციქული პავლე ამის მადლისა უზეშთაესობასა გამოაჩინებს და იტყჳს დაწერასა რჩულისა მის ახლისასა „არა მელნითა, არამედ სულითა ღმრთისა ცხოველისაჲთა, არა ფიცართა ქვისათა, არამედ ფიცართა გულისა ჴორციელისათა“.
ვინაჲთგან კულა სიგრძესა შინა ჟამისასა მიდრკეს კაცნი, რომელნიმე გარდაქცევითა მართლისა სარწმუნოებისაჲთა და სხუანი საქმეთა მიერ ბოროტთა, ამისთჳს კუალად საჴმარ იქმნა წერილთამიერი სწავლაჲ. აწ უკუე გულისჴმა-ყავთ, რაოდენ ბოროტ არს, რომელთა-ესე თანაგუედვა ესევითარისა მოქალაქობისა მოგებაჲ, რაჲთამცა არად საჴმარ იყო ჩუენდა წერილი, არამედ წიგნთა წილ სულისა მიერ წმიდისამცა განათლდებოდეს გულნი ჩუენნი, ვინაჲთგან მას პატივსა დავაკლდით და მეორე ესე სახე საჴმარ იქმნა ჩუენდა, უკუეთუ აწ ესეცა წამალი არა ვიჴმაროთ კეთილად. ხოლო უკუეთუ ესე საბრალობელ არს, რომელ წერილნი გუეჴმარებიან და არა სულისა წმიდისა მადლითა სავსე ვართ, იხილეთ, რაოდენ უმეტეს საბრალობელ ვართ, უკუეთუ ვერცა რაჲ ამის წამლისაგან ვირგოთ, არამედ ცუდად და ამაოდ მდებარედ შევჰრაცხნეთ წერილნი უმეტეს ჩუენდა დასასჯელად. ხოლო რაჲთა არა შეგუემთხჳოს ესევითარი, გულისჴმა-ვყვნეთ წერილნი მეცნიერებით...