თარგმანი: დაღაცათუ უპირატეს უკუე მოციქულთა შეეტყობოდეს სიტყუანი ესე, არამედ წესითა სიტყჳსაჲთა ყოველნი მორწმუნენი თანა-იზიარნა მოციქულმან სიმდიდრესა ნიჭთასა, ვითარცა თანამხილველნი დიდებისანი, მასვე ხატსა და ბრწყინვალებასა დიდებითი-დიდებადსა შეცვალებულნი. ამისთჳს აწ მსახურებასაცა იზიარებს და იტყჳს, ვითარმედ: "ამისთჳს..." რაჲსა ამისთჳს? — გარნა სიმდიდრისათჳს ზემო წარმოთქუმულთა ამათ ნიჭთაჲსა უწყინოდ გჳპყრიეს მსახურებაჲ ესე. არა ღირსებათა ჩუენთათჳს, არამედ ღმრთისა მიერთა წყალობათაგან ჩუენდა მოცემული; და არა მოწყინე ვიქმნებით ჭირთა და დევნულებათათჳს, რომელნი შეგუემთხუეოდინ მსახურებასა ამას შინა, რომელ არს კადნიერებით ქადაგებაჲ სახარებისაჲ.
2 კორინთელთა მიმართ 4:1
1. ამრიგად, რაკი მოწყალებით მოგვენიჭა ეს მსახურება, გულს არ ვიტეხთ.2. არამედ უარვყავით ყველაფერი, რასაც სირცხვილის გამო ფარავენ, არ ვიარებით ზაკვით, არ ვბღალავთ უფლის სიტყვას და ჭეშმარიტების სიცხადით წარვუდგებით ყოველი კაცის სინიდისს ღვთის წინაშე.
2 კორინთელთა მიმართ თავი 4