თარგმანი: განცჳბრებად უწოდს მაღალთა სიტყუათა თქუმასა; ესე იგი არს, ვითარმედ: არა ცნობიერისა გონებისაჲ არს სიქადულით რასმე თქუმაჲ, არცა დიდ-დიდსა რასმე თქუმაჲ თავისა თჳსისათჳს. ვინაჲცა მე არა სიქადულისათჳს ვყავ საქმე ესე განცჳბრებულთაჲ, არამედ ყოველსავე თქუენთჳს ვჰყოფ დიდ-დიდთა თქუმასა, რაჲთა არა შეურაცხ-ყოფითა ჩუენითა შეურაცხ-ჰყოთ მადლი ესე ღმრთისა მიერი მოციქულებისა და მოძღურებისაჲ, და ეგრეთ წარსწყმდეთ. და კუალად: სიბრძნით დამდაბლებასა თავისა თჳსისასა, ამისთჳს, რაჲთა სიმდაბლე გასწავო თქუენ. გინათუ ესრეთ, ვითარმედ: უკუეთუ ვინ განცჳბრებულ მიწოდს, ღმრთისაგან მიიღოს სასყიდელი, რომლისათჳს მე სულელ საგონებელ ქმნულ ვარ. ხოლო უკუეთუ ბრძენ უჩნ, სიბრძნისა მისგანვე ჩემისა მიიღოს სარგებელი. გინათუ ესრეთ, ვითარმედ: უკუეთუ განცჳბრებულ ვარ, ღმრთისაჲ არს განცჳბრებაჲ ესე ჩემი დიდ-დიდთა მეტყუელებისაჲ, რაჲთა ჩემისა ღირსებისათჳს გრწმენეს და სცხონდეთ. ხოლო უკუეთუ ბრძენ ვარ, თჳთ ესე უეჭუელ საცხორებელ არს თქუენდა.
2 კორინთელთა მიმართ 5:14
13. რადგან თუ გონს გადავდივართ, ღვთისთვის გადავდივართ, ხოლო თუ გონიერნი ვართ, - თქვენთვის.14. ვინაიდან ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი, როცა ამგვარად ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასათვის, ყველანი მოკვდნენ.15. მაგრამ ქრისტე ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხალნი თავისთვის კი აღარ ცოცხლობდნენ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 5